სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 13:45 | 04.11.2015
ნანახია: 1558

4 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 14 250 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 13.230 პროცენტი, მაქსიმალური 13.930 პროცენტი, ხოლო საშუალო შეწონილი - 13.606 პროცენტი განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 10.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე