პიკასოს ნახატი 45 მლნ დოლარად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 16:05 | 17.05.2017
ნანახია: 1797

პაბლო პიკასოს ნახატი „ცისფერკაბიანი მჯდომარე ქალი“ ნიუ-იორკის აუქციონზე 45 მლნ დოლარად გაიყიდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ნახატი ხელში ნაცისტებს ჩაუვარდათ, თუმცა მცირე ხნით. პარიზიდან მორავიისკენ მიმავალ გერმანელებს საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის მებრძოლებმა გააჩერეს და ფერწერული ტილო წაართვეს.

ნახატზე გამოსახულია პიკასოს ერთ-ერთი საყვარელი დორა მაარი. მაარისა და პიკასოს ურთიერთობა ცხრა წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ნახატი მან 1939 წელს 58 წლის ასკაში შექმნა. მისი საყვარელი ქალი იმ დროს 31 წლის იყო.  

მხატვრის შემოქმედებაში ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია. „მჯდომარე ქალი“ 6 წლის წინაც გაყიდეს, მასში მაშინ 26 მლნ დოლარი გადაიხადეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე