დედაქალაქის მერიამ დასუფთავების მანქანების გადაადგილების ახალი გეგმა შეიმუშავა

საქართველო, თბილისი - 11:33 | 04.11.2015
ნანახია: 1584

დედაქალაქის მერიამ, თბილისის ქუჩებში მოძრაობის განტვირთვის მიზნით, დასუფთავების მანქანების გადაადგილების ახალი გეგმა შეიმუშავა. ახალუი გეგმის მიხედვით, ცენტრალურ რაიონებში, სადაც ინტენსიური მოძრაობაა, დილის 8:30 საათიდან - 10:30 საათამდე და საღამოს 17:30-დან - 20:30 საათამდე დასუფთავების მანქანები არ იმოძრავებენ.

„აქვე მინდა, მივმართო თითოეულ მოქალაქეს, რომ მაქსიმალურად დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობით მოეკიდოს დედაქალაქის სისუფთავის საკითხს და ხელი შეგვიწყოს აღნიშნული გეგმის განხორციელებაში. ერთობლივი ძალებით, ჩვენ, მაქსიმუმის გაკეთებას შევძლებთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე