გარემოს დაცვის სამინისტრო “რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ” ახალ კანონპროექტზე მუშაობს

საქართველო, თბილისი - 11:20 | 04.11.2015
ნანახია: 1777

“რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ” ახალი კანონპროექტის შესახებ იმსჯელეს სასტუმრო “როიალ ბატონში”. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ და შვედეთის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლბმა ახალი კანონპროექტი გააცნეს.

დოკუმენტი შვედი და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით შემუშავდა და რადიოაქტიური ნარჩენების მართვის 15 წლიან სტრატეგიას და 5 წლიან სამოქმედო გეგმას წარმოადგენს. კანონპროექტი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მიზნად ისახავს ქვეყანაში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას.

შეხევდრას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის - CENN წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე