ნარმანია: კომპანია, რომელიც ნაკისრ ვალდებულებას დაარღვევს მყისიერად გატარდება კანონით დადგენილი ზომები და დაეკისრებათ შესაბამისი სანქციები.

საქართველო, თბილისი - 11:17 | 04.11.2015
ნანახია: 1656

თბილისის მერი დედაქალაქში წარმოქმნილი საცობების ერთ-ერთ მიზეზად კონტრაქტორი კომპანიების მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადების გადაცილებას ასახელებს. რაც დავით ნარმანიას თქმით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, გახშირდა.

თბილისის მერის განცხადებით, ტენდერებში გამარჯვებულმა რამდენიმე კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად არ შეასრულა, რის გამოც, დედაქალაქის მერიამ ცალმხრივად შეწყვიტა მათთან გაფორმებული ხელშეკრულებები და აღნიშნულ კომპანიებს კანონით გათვალისწინებული სანქციები დაეკისრებათ.

„ყველა იმ კომპანიის მიმართ, რომელიც ნაკისრ ვალდებულებას დაარღვევს, განსაკუთრებით კი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების ნაწილში, მყისიერად გატარდება კანონით დადგენილი ზომები და დაეკისრებათ შესაბამისი სანქციები. ამასთან, უკვე გამოაცხადდა ახალი, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი და გამარჯვებული კომპანია ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ინტენსიურ რეჟიმში დაიწყებს მუშაობას შესაბამის ობიექტებზე“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე