ევროვიზიის კონკურსზე ხვალ ქართველი მონაწილე იმღერებს

საქართველო, თბილისი - 11:24 | 08.05.2017
ნანახია: 1719

ევროფესტივალის ქართველი მონაწილე თამარ გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith მაყურებლის წინაშე 9 მაისს, პირველ ნახევარფინალურ საღამოზე მე-2 ნომრად წარდგება.

კონკურსანტებიდან 10 რჩეულ შემსრულებელს, მაყურებელი და ჟიური ერთობლივად გამოავლენენ. მეორე ნახევარფინალი 11 მაისს გაიმართება. ევროფესტივალის გრანდიოზული ფინალი კი 13 მაისს ჩატარდება.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის (უკრაინა) და ე. წ. დიდი ხუთეულის - გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი 20 შემსრულებელი ნახევარფინალური ტურებიდან შეირჩევა. 

შოუს დასასრულს, 13 მაისს, კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება. ფინალისტი ქვეყანა რიგით 63-ე ევროფესტივალის მასპინძლის სტატუსს მოიპოვებს.

9,11 და 13 მაისს, 23:00 საათიდან შოუს პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებელი აჩვენებს.

Related image




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე