ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია

საქართველო, თბილისი - 09:52 | 05.05.2017
ნანახია: 1670

ქართველი ფალავანი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია.

მან ევროპის ჩემპიონატის 61 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე ახმეტ ჩაკაევი 10:9 დაამარცხა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ნახევარფინალში უკრაინელი პეტრო ბილეიჩუკი დაამარცხა (8-2), მანამდე კი აზერბაიჯანელი აჰმედნაბი გვარზატილოვი (9-5) და მოლდაველი ანდრეი პერპელიტა (4-1) ჩამოიშორა გზიდან.

ცნობისთვის, მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარეობს




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე