ირაკლი ხოფერია, რომელიც პოლიციას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებდა, სასამართლომ დაზარალებულად ცნო
საქართველო, თბილისი - 14:04 | 03.05.2017 ნანახია: 1747
ირაკლი ხოფერია, რომელსაც პროკურატურა დაზარალებულად ცნობაზე უარს ეუბნებოდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაზარალებულად მიიჩნია და ჩათვალა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რომ პროკურორმა გამოიტანოს დადგენილება ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობის თაობაზე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ირაკლი ხოფერიას სავარაუდოდ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული წამების ფაქტზე გამოძიება 2017 წლის მარტიდან მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, ასოციაციამ, რომელიც ირაკლი ხოფერიას ინტერესებს იცავს, ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით განცხადებით თავდაპირველად სისხლის სამართლის საქმის ზედამხედველ პროკურორს მიმართა, რომელმაც მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. აღნიშნულ საკითხზე წარდგენილი საჩივარი არ დააკმაყოფილა არც ზემდგომმა პროკურორმა. პროკურატურის განმარტებით, გამოძიების მიმდინარე ეტაპზე არ არსებობდა ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობის საფუძველი.
"პროკურატურის მიერ მიღებული უარის შემდგომ, საია-მ 2017 წლის 21 აპრილს სასამართლოს მიმართა და მოითხოვა ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობა. სასამართლომ სრულად გაიზიარა საჩივარში მოყვანილი არგუმენტები, და მოთხოვნა დააკმაყოფილა.
სასამართლომ განმარტა, რომ დაცვის ეფექტური საშუალება გულისხმობს სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების წარმოებას დამნაშავე პირთა გამოვლენისა და დასჯის მიზნით. ,,ამ ფონზე კი მომჩივანისათვის საგამოძიებო პროცედურები ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ხოლო ხელმისაწვდომობა სისხლის სამართლის საქმეზე გადის კონკრეტული სტატუსის მოპოვების შემდგომ. [...] მოცემულ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილია, რომ ირაკლი ხოფერიას მიმართ შესაძლოა განხორციელდა წამება, სამართალდამცავი ორგანოების ცალკეული თანამშრომლების მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე ბრალი არ წარდგენია არავის, აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს რაიმე ხელშემშლელ გარემოებას ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობისათვის“. შედეგად სასამართლომ დაადგინა, რომ ,,პროკურორმა უსაფუძვლოდ უთხრა უარი ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობაზე, რითაც ფაქტობრივად პირს მოესპო საშუალება, ისარგებლოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებებით“.
საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არ საჩივრდება", - წერია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















