”რეალმა” ”ატლეტიკო” 3:0 დაამარცხა

საქართველო, თბილისი - 10:01 | 03.05.2017
ნანახია: 1602

ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ნახევარფინალური მატჩი ჩატარდა. მადრიდის "რეალმა" სანტიაგო ბერნაბეუზე თანაქალაქელ "ატლეტიკოს" უმასპინძლა და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ჰეთ-ტრიკის შესრულება კრიშტიანო რონალდომ შეძლო.

დღეს კიდევ ერთი ნახევარფინალური მატჩი გაიმართება. მონაკო ტურინის იუვენტუსს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე