ნიკოლოზ რაჭველი: მიჭირს ამ ყველაფერზე საჯაროდ წერა, მაგრამ...

საქართველო, თბილისი - 16:38 | 30.04.2017
ნანახია: 2069

ნიკოლოზ რაჭველი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე საჯაროდ საუბრობს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"კიდევ ერთხელ დავფიქრდი ჩვენი ქვეყნის (არა აწმყოს, არამედ მომავლის) უმთავრეს პრობლემაზე... განათლებას არ უშველის მხოლოდ სისტემური რეფორმა, მე ვფიქრობ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები (საშუალოც, უმაღლესიც, დარგობრივიც) სახელმწიფომ უნდა აიყვანოს უმთავრესი პრიორიტეტის რანგში და მთელს მსოფლიოს (ისევე როგორც მდიდარ ქართველებს) "აიძულოს" ჩადონ ამაში სოლიდური ფული! ვერ ვეგუები საკუთარ სტატუსს, სადაც დიდაქტიკის ელემეტია და ამის გამო მიჭირს ამ ყველაფერზე საჯაროდ წერა, მაგრამ რა ვქნა, ვაცნობიერებ რომ წინ უფსკრულია სადაც ჩვენი ისტორიიანად და საამაყო მიღწევებიანად გადავიჩეხებით სიმართლეს თუ არ გავუსწორებთ თვალს...", - წერს ნიკოლოზ რაჭველი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე