161-ე სკოლის ერთ-ერთ კორპუსში სწავლა შეწყდა - დაიტბორა შენობის ნაწილი

საქართველო, თბილისი - 10:24 | 04.11.2015
ნანახია: 4517

დილიდან შეწყვეტილია სასწავლო პროცესი იოსებიძის ქუჩაზე მდებარე 161-ე საჯარო სკოლის ერთ-ერთ კორპუსში. მიზეზი გათბობის მილების დაზიანება გახდა, რის გამოც სკოლის შენობის ნაწილი წყლით დაიტბორა და დაზიანდა სამი საკლასო ოთახი.

ერთ-ერთი ვერსიით, მილები მეოთეხე სართულზე გვიან ღამით დაზიანა. პედაგოგების თქმით, გათბობის მილები დღის განმავლობაში შეკეთდება, გაცდენილი გაკვეთილები კი შაბათს ანაზღაურდება.

სწავლის პროცესი ხვალიდან განახლდება. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე