ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება
საქართველო, თბილისი - 17:09 | 27.04.2017 ნანახია: 2269
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში 2016 წლის 31 ოქტომბერს მომხდარი ხანძრის შედეგების სალიკვიდაციოდ გაწმენდით სამუშაოებს აგრძელებს. მიმდინარე სარესტავრაციო პროცესის ადგილზე გასაცნობად, 27 აპრილს, სამონასტრო კომლექსს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ეწვია.
ჭვარტლის ფენით დაფარული XII საუკუნის კედლის მხატვრობის რესტავრაციაზე თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფი მუშაობს, რომელმაც ხანძრის შემდეგ დაზიანებული ფრესკების აღდგენა ლონდონის კურტოს ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფის წევრებთან ერთად დაიწყო. ადგილზე მოხდა მდგომარეობის აღწერა-შეფასება; გაკეთდა სხვადასხვა სახის ტესტები, რის შემდეგაც შემუშავდა სარესტავრაციო მეთოდოლოგია და დაიგეგმა კედლის მხატვრობის გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოები.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო რესტავრატორთა ჯგუფისგან პრევენციული ღონისძიებებისთვის რეკომენდაციებს მიიღებს, რაც უახლოეს მომავალში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ინტერიერში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის, ჰაერის გამწმენდის, ტენიანობის და ტემპერატურის დარეგულირებისა და განათების მოწყობას გულისხმობს.
ჭვარტლის ფენით დაფარული მხატვრობის სარესტავრაციო პროცესის პარალელურად, სააგენტო აქტიურად აგრძელებს ვარძიის ფასადის კრიტიკული სეგმენტების სარესტავრაციო სამუშაოებს, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კედელის ანკერული ბურღვების მეთოდით გამაგრებას გულისხმობს.
ამავდროულად, 2017 წელს სააგენტოს დაკვეთით, განხორციელდება ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის ციფრული სკანირება. გარდა ამისა, მიმდინარე წლის განმავლობაში სააგენტოს ინიციატივით, ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ ნაკრძალში შესრულდება სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოები. 26 პუნქტიანი გეგმა მუზეუმ - ნაკრძალის ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონების მოწყობასა და სამშენებლო სამუშაოებთან ერთად, მოიცავს ახლად გამოვლენილი კლდოვანი ქვაბურების არქეოლოგიურ გაწმენდას, ანაზომების შესრულებას და არქეოლოგიური ანგარიშის დამუშავებას. არქეოლოგიური გაწმენდითი სამუშაოებისას გამოვლენილი არტეფაქტები დამუშავდება და მუზეუმ-ნაკრძალის ფონდს გადაცემა. პარალელურად ისტორიულ–არქიტექტურული კომპლექსის სხვადასხვა ზონებზე გაგრძელდება ქვისცვენის საწინააღმდეგო ღონისძიებები, რაც ცალკეული ადგილების გასუფთავებას, საფიქსაციო ბადის გაკვრასა და დამცავი საყრდენი კედლის მოწყობა–მოპირკეტებას გულისხმობს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















