ენგურის ხიდზე, საპროტესტო აქციის დროს, ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული არჩიკო როგავას შვილი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:26 | 26.04.2017
ნანახია: 1695

ენგურის ხიდზე საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცველებმა ერთ პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია არჩიკო როგავას შვილი დარეჯან როგავა. დაკავებას სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.

არჩიკო და პაატა როგავების ოჯახის წევრები ენგურის ხიდთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან ქმედით ნაბიჯებს ითხოვენ, რათა არჩიკო და პაატა როგავების ე.წ. დრანდის ციხიდან გათავისუფლდნენ.

როგავების ოჯახის წევრებმა გალის სამუშაო შეხვედრის შემდეგ გაიგეს, რომ ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. 

არჩიკო როგავას ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ედავებიან, ხოლო პაატა როგავას მეორე ბრალდებაც აქვს წაყენებული - წინააღმდეგობის გაწევა. 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე