ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი სამუშაო ვიზიტით უნგრეთში იმყოფებოდა

საქართველო, თბილისი - 18:06 | 03.11.2015
ნანახია: 5148

        

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი საქართველო-უნგრეთის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მესამე სხდომის ფარგლებში ბუდაპეშტში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხელმძღვანელსა და  წამყვანი უნგრული კომპანია „Budapest Waterworks“-ის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრები გაიმართა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. საქართველო-უნგრეთის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მესამე სხდომა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილის ლასლო საბოს თანათავმჯდომარეობით გაიმართა.


პოლიტიკა