ველოსიპედით გადაადგილება სიმსივნის რისკს ორჯერ ამცირებს

საქართველო, თბილისი - 14:23 | 20.04.2017
ნანახია: 1442

ველოსიპედით გადაადგილება სიმსივნისა და გულის დაავადებების რისკს ორჯერ ამცირებს. ამ დასკვნამდე გლაზგოელი მეცნიერები მივიდნენ.

კვლევები 5 წლის განმავლობაში ტარდებოდა და მასში მონაწილეობა 250 ათასამდე მოხალისემ მიიღო.

ისინი ველოსიპედს გადაადგილების ძირითად საშუალებად იყენებდნენ.

ექსპერიმენტის მონაწილეებში კიბოთი დაავადების რისკი 45, გულის დაავადებების რისკი კი 46 პროცენტით შემცირდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე