ჯულია რობერტსი წლის ულამაზეს ქალად დასახელდა

საქართველო, თბილისი - 14:03 | 20.04.2017
ნანახია: 1637

ჟურნალმა People-მ ჰოლივუდის მსახიობი ჯულია რობერტსი 2017 წლის ულამაზეს ქალად დაასახელა.

მსახიობმა რეკორდი მოხსნა, რადგან ეს ტიტული უკვე მეხუთედ ერგო. პირველად ის ნომრის გარეკანზე ულამაზესი ქალის რანგში 1991 წელს გამოჩნდა, როდესაც მხოლოდ  23 წლის იყო. ახლა 49 წლის ჯულიას თქმით, მომხდარის დაჯერებაც კი წარმოუდგენლად მიაჩნია.

”ლამაზმანის” ვარსკვლავმა თავისი მეგობარი და კოლეგა ჯორჯ ქლუნი, აღნიშნული ტიტულის ფლობის მიხედვით უკან ჩამოიტოვა. ის მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ მამაკაცად მხოლოდ ორჯერ დაასახელეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე