ბიბილოვის ე.წ. ინაუგურაციის გამო ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ადმინისტრაციული საზღვარი დაიკეტება

საქართველო, თბილისი - 11:47 | 20.04.2017
ნანახია: 1722

ანატოლი ბიბილოვის ე.წ. ინაუგურაციის გამო  ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში  ადმინისტრაციული საზღვარი დაიკეტება. 

დეფაქტო  პრეზიდენტის ინაუგურაცია   ცხინვალში  ხვალ არის დაგეგმილი.  საზღვრის  ჩაკეტვის მიზეზად ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური  უსაფრთხოების ზომებს ასახელებს.  

ანატოლი ბიბილოვის ე.წ. ინაუგურაციას  რუსეთის ფედერაციიდან  ჩასული ოფიციალური პირების გარდა, აფხაზეთდან, მთიანი ყარაბაღის, დონეცკისა და ლუგანსკის არაღიარებული რესპუბლიკებიდან ჩასული დეფაქტო მთავრობის წევრებიც დაესწრებიან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე