წლინახევრის ბიჭმა შხამიან კველს უკბინა და მოკლა

საქართველო, თბილისი - 11:04 | 03.11.2015
ნანახია: 2198

ბრაზილიის ქალაქ მოსტარდასში წლინახევრის ბიჭმა ლორენცომ შხამიან გველს უკბინა და მოკლა. ამის შესახებ გამოცემა Latin American Herald Tribune წერს.

ბავშვის დედის თქმით, მან სახლის ეზოში დაინახა თავისი შვილი, რომელსაც პირით ეჭირა ჯერ კიდევ ცოცხალი ქვეწარმავალი. ბავშვს ხელები და ტუჩები სისხლიანი ჰქონდა.

მშობლებმა ბიჭუნა საავადმყოფოში წაიყვანეს. ბავშვის ორგანიზმში შხამი არ აღმოჩნდა. ექიმებმა მას მოწამვლის ვერავითარი სიმპტომი ვერ დაუდგინეს.

გამოცემის ცნობით, სახლი ქალაქის ერთ-ერთ რაიონში მდებარეობს, სადაც ქვეწარმავლები იშვიათად ჩნდებიან.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე