რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის ერთ-ერთი სოფლიდან მამა-შვილი გაიტაცეს

საქართველო, თბილისი - 15:10 | 06.04.2017
ნანახია: 1753

ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის მცხოვრებლები, მამა-შვილი როგავები რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მამა-შვილი იარაღის მუქარით იმ დროს აიყვანეს, როდესაც ისინი მდინარე ენგურში დაკარგულ ცხენს ეძებდნენ.

დაკავებულები თავდაპირველად სოფელ საბერიოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის კი, მამა-შვილი სავარაუდოდ, გალის ე.წ. იზოლატორში იმყოფება. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე