11 აპრილს, სოხუმის თეატრი პრემიერისთვის ემზადება
საქართველო, თბილისი - 10:18 | 06.04.2017 ნანახია: 2004
კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. „ნაბუშრები“ - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის სხვენში 11 აპრილს გაიმართება.
მარტინ მაკდონახის „ობოლი დასავლეთის" მიხედვით დაწერილი ზურაბ სამადაშვილის პიესა „ობლები’’, შავი კომედიაა. იგი გაჯერებულია მსუბუქი იუმორით და ზუსტად ასახავს დღევანდელ ქართულ რეალობას.
„თანამედროვე იგავი მოგვითხრობს ქალაქის გარეუბანში მცხოვრებ და გამუდმებით ერთმანეთში მოჩხუბარ ორი ძმაზე. უბნის ეკლესიის მსახური მამა იობი ხშირად არის ძმებთან და მუდამ მათ შერიგებას ცდილობს, ვიდრე ერთ - ერთი ჩხუბისას არ გაიგებს, რომ ერთ ძმას საკუთარი მამა ჰყავს მოკლული, ხოლო მეორე ამ ამბავს ძმის ქონების ხელში ჩაგდების მიზნითარ ამხელს. მამა იობი ვეღარ უძლებს ამდენიცოდვის ყურებას. ისედაც მთელი უბანი ცოდვებშია ჩაძირული, ,,ძმები ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებენ, გოგოები სპირტით ვაჭრობენ, ორი კაცის მკვლელი კი არხეინად დაიარება ქუჩაში“. იგი გადაწყვეტს, რწმენის მაგალითი აჩვენოს ხალხს და წყალზე გავლას შეეცდება, მაგრამ უშედეგოდ. ის იხრჩობა. თუმცა ამბობენ, რომ მან წყალზე ორი ნაბიჯის გადადგმა შეძლო. ამ ამბის შემდეგ, ძმები გადაწყვეტენ მამა იობის დანაბარების თანახმად, ყველა წყენა და დანაშაული მოუყვნენ და მიუტევონ ერთმანეთს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ურთიერთაღსარებაც სისხლისმღვრელ ბრძოლად გადაიქცევა", - განაცხადა რეჟისორმა დავით საყვარელძემ.
პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის ხელშეწყობით.
მოქმედნი პირნი და შემსრულებელნი: მამა იობი - დიმიტრი ჯაიანი საქართველოს სახალხო არტისტი. ბეღო - მერაბ ყოლბაია, ტახო - ბადრი ბეგალიშვილი, ქეთი - ვერიკო კალანდია.
სპექტაკლში გამოყენებულია ამერიკელი აბორიგენების (ინდიელების) ფოლკლორი, ვ. ვისოცკის და “Systemofdown “ - ის მუსიკა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















