გოგონა ბლინების ჭამის კონკურსზე გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 14:15 | 05.04.2017
ნანახია: 1220

ამერიკის კონეკტიკუტის შტატში 20 წლის სტუდენტი გოგონა კეიტრინ ნელსონი ბლინების ჭამის შეჯიბრის დროს დაიხრჩო.

როგორც The Daily Mirror-ი წერს, მას ყელში ლუკმა გაეჩხირა. ნელსონის მეგობარმა მისი დახმარება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ის უკვე გარდაცვლილი იყო.

გამოცემა აღშნიშნავს, გოგონას მამა ჯეიმს ნელსონი ნიუ-იორკის პოლიციის თანამშრომელი იყო და ის 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებისას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე