სოფელ ბერშუეთიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

საქართველო, თბილისი - 13:17 | 05.04.2017
ნანახია: 1714

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე საოკუპაციო რეჟიმმა გვიან ღამით გაათავისუფლა. 

ალექსი გელაშვილი ე.წ. მესაზღვრეებმა ბერშუეთის განაპირას გუშინ დააკავეს. 

შემთხვევას თვითმხილველებიც ჰყავს. გატაცების ფაქტი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზეც განიხილეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე