ესპანეთში საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 09:56 | 05.04.2017
ნანახია: 1202

ესპანეთში საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს. როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქეები ესპანეთში ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში განხორციელებული საპოლიციო კონტროლის დროს სხვადასხვა პერიოდში დააპატიმრეს. 

უწყებაში განმარტავენ, რომ საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე ესპანეთში. 

შსს-ს ინფორმაციით, დაპატიმრებულ მოქალაქეებს ბრალად ქურდობა ედებათ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე