ახლა ეს საყრდენიც გამოაცალეს… მაია ასათიანს ”მარაო” დაუხურეს

საქართველო, თბილისი - 17:47 | 04.04.2017
ნანახია: 1404

ურნალისტ მაია ასათიანს "მარაო" დაუხურეს. ამის შესახებ ინფორმაციას ასათიანი დედა, ნინო კალანდარიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

"ამ სივრცეში პირველად ვწერ. მე მაია ასათიანის დედა ვარ. 3 კვირის წინ, როცა ის სამსახურში დაბრუნდა, იმედი გამიჩნდა, რომ ცხოვრებისკენ მოტრიალებას შეძლებდა. ბოლო ერთი კვირაა მისი საყვარელი საქმის გადასარჩენად იბრძვის. ორი დღის წინ მისი ”მარაო” დახურეს! საქმე მისი ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი იყო. ახლა ეს საყრდენიც გამოაცალეს….

ჩემი შვილის შემყურე სულ ამას ვეკითხები ჩემს თავს: კიდევ რამდენის გაძლებას შეძლებს", - წერს ნინო კალანდარიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე