თბილისი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქალაქია ინვესტორებისთვის - არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
საქართველო, თბილისი - 13:15 | 04.04.2017 ნანახია: 1537
"საქართველო და განსაკუთრებით თბილისი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია ინვესტორებისთვის. ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე საინვესტიციო პროექტი, როგორიცაა: სასტუმროები, საცალო გაყიდვები და სავაჭრო ცენტრი. არაბი ინვესტორები ცდილობენ შეისწავლონ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები და ამ მხრივ, თქვენი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც იცით, არსებობს პირდაპირი ფრენები საქართველოსა და საამიროებს შორის. ყოველწლიურად იზრდება არაბი ტურისტებისა და ვიზიტორების რიცხვიც. თქვენი ქალაქი არაჩვეულებრივია, ხალხი კი სტუმართმოყვარე. აუცილებლად უნდა განვაგრძოთ მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. ჩვენი, როგორც მთავრობის როლი არის კერძო სექტორისთვის ხელის შეწყობა და დაბრკოლებების შემთხვევაში დახმარება. ამიტომ, მსურს მადლობა გადავუხადო თქვენი ქვეყნის და დედაქალაქის მთავრობებს ყოველწლიურ საინვესტიციო შეხვედრაში მონაწილეობისთვის",- განაცხადა არაბეთის გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თბილისის მერთან, დუბაის ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის (AIM 2017) ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.
დავით ნარმანიამ, თავის მხრივ, მინისტრის მოადგილეს გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და რამდენიმე მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი წარუდგინა, მათ შორის: მრავალდონიანი ავტოსადგომების მშენებლობის და თბილისის ზღვის განვითარების გეგმის, ასევე, ვარკეთილში, 70 ჰა ტერიტორიის განვითარების, სასტუმროების მშენებლობისა და მუნიციპალური ამბულატორიების განახლების პროექტები.
მხარეებმა ღიად დააფიქსირეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში თბილისში არაბი ბიზნესმენების დელეგაციის ჩამოსვლა დაიგეგმება.
მოგვიანებით, თბილისის მერი დუბაის ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის პრეზიდენტს, დავუდ ალ შეზავის შეხვდა, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისში შექმნილი ხელსაყრელი ბიზნეს გარემო, მარტივი პროცედურები, დაბალი გადასახადები და მთავრობის მხრიდან კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ქალაქს ინვესტორებისთვის მიმზიდველს ხდის. მისი თქმით, საინვესტიციო ფორუმის ორგანიზატორები თბილისში ბიზნეს ჰაბის გახსნის შესაძლებლობას განიხილავენ.
დავით ნარმანიამ Dubai World Trade Center-ში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თბილისი ისე, როგორც არასდროს ღიაა ინვესტორებისთვის, კერძო სექტორს კი როგორც ქვეყნის, ისე დედაქალაქის მთავრობის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს.
"საამიროების ეკონომიკის მინისტრის მოადგილესა და წლიური საინვესტიციო ფორუმის დამფუძნებელთან ვისაუბრეთ კონკრეტულ საკითხებზე. ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია იმ საინვესტიციო პროექტებზე, რომელიც შესაძლებელია თბილისში უახლოეს პერიოდში განხორციელდეს, ისევე როგორც, ვისაუბრეთ ბიზნესწრეების თბილისში ჩამოყვანასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რათა ადგილზე გაეცნონ ჩვენს მიერ წარდგენილ 5 მთავარ პროექტს. აღნიშნულზე არაბულმა მხარემ მზაობა გამოთქვა. მნიშვნელოვანია, რომ პოტენციური ინვესტორები ადგილზე გაეცნობიან საინვესტიციო შესაძლებლობებს, ბიზნესგარემოს და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ",- განაცხადა თბილისის მერმა.
დავით ნარმანია, #AIM2017 -ის ფარგლებში, საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებსაც ხვდება.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















