პროკურატურამ თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა
საქართველო, თბილისი - 16:47 | 03.04.2017 ნანახია: 1578
საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - აბდულკადირ დემირაი და ზაზა ჩეთინი დააკავეს. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
,,გამოძიებით დადგინდა, რომ აბდულკადირ დემირაიმ და ზაზა ჩეთინმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლება და შემდგომში ამ თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემა განიზრახეს. ამ მიზნით, ა. დემირაიმ და ზ. ჩეთინმა საქართველოს ერთ-ერთ კომერციულ ბანკში გახსნეს საბანკო ანგარიში, 2016 წლის 16 და 18 ნოემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებულ კომპანია „მარი ნჯოროგ“-ს მოტყუებით გადმოარიცხინეს 90 397 აშშ დოლარი და გადმორიცხული თანხა, იმავე დღეს, გამოიტანეს საბანკო ანგარიშიდან.
აღნიშნულის შემდგომ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების წარმოშობის წყაროს, მისი ნამდვილი ბუნების, განთავსებისა და რეალური მესაკუთრის შენიღბვის მიზნით, ა. დემირაიმ და ზ. ჩეთინმა, ფულადი თანხა განათავსეს სხვა საბანკო დაწესებულებაში გახსნილ ანგარიშზე და გადარიცხეს თურქეთის რესპუბლიკაში. ამ ქმედებით, ერთის მხრივ, კანონიერი სახე მისცეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ დიდი ოდენობით ფულად თანხებს, ხოლო მეორეს მხრივ, შენიღბეს მისი წარმომავლობა და რეალური მესაკუთრე. შედეგად, ზ. ჩეთინმა და ა. დემირაიმ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 90 397 აშშ დოლარის ლეგალიზება მოახდინეს.
აბდულკადირ დემირაისა და ზაზა ჩეთინს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ დაპატიმრება.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან თორმეტ წლამდე ვადით“.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















