დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული 10 000 000 ლარზე მეტი ღირებულების ქონება დაუბრუნდებათ
საქართველო, თბილისი - 14:07 | 03.04.2017 ნანახია: 1300
პროკურატურის გადაწყვეტილებით დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული 10 000 000 ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდებათ, - ამის შესახებ ინფოემაციას პროკურატურა ავრცელებს:
,,საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილებები მიიღო, რის საფუძველზეც დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული თბილისში, ე.წ. ,,დიღმის ავტობაზრობის“ ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთები დაუბრუნდებათ, ხოლო ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ცრუ ბრალდების საფუძველზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გადაისინჯება.
დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი დანაშაულებრივი ფაქტები. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ შპს ,,თავისუფალი ვაჭრობის კომპლექსი დიღომი-93“-ს და შპს ,,ინტერსერვისს“ დიღომი-გლდანის მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. ,,დიღმის ავტობაზრობაზე“ საკუთრებაში გააჩნდათ მიწის ნაკვეთები, რომლებიც 2009 წელს ხელისუფლების ინტერესის სფეროში მოექცა.
მესაკუთრეებისთვის ზემოხსენებული ქონების ჩამორთმევის მიზნით დაიწყო გამოძიება ,,დიღომი 93“-ს და შპს ,,ინტერსერვისის“ მიმართ, გადასახადებისთვის თავის არიდების ფაქტზე, პარალელურად აუდიტის სამსახურმა დაიწყო კომპანიების საგადასახადო შემოწმება.
გამოძიების მიმდინარეობისას, 2010 წელს, სხვადასხვა დროს ,,დიღომი 93“-ის დირექტორი ტარიელ ფალავანდიშვილი და შპს ,,ინტერსერვისის“ დირექტორი გილარ დაბრუნდაშვილი დაიბარეს სამართალდამცავ უწყებაში, სადაც მათ განუმარტეს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი არ დათმობდნენ კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, კომპანიის ხელმძღვანელ პირებს დააპატიმრებდნენ და კომპანიას დაარიცხავდნენ დიდ გადასახადებს.
კომპანიის წარმომადგენლებმა სამართალდამცავების მუქარა დამფუძნებლებს გადასცეს, რის შემდეგაც განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების და ხელოვნურად გაზრდილი და დარიცხული გადასახადების თავიდან ასაცილებლად, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მითითებით, შპს ,,თავისუფალი ვაჭრობის კომპლექსი დიღომი-93“-მა ე.წ. დიღმის ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი კუთვნილი 24184 კვ.მ მიწის ფართიდან სახელმწიფოს სასარგებლოდ იძულებით დათმო 16500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო შპს ,,ინტერსერვისმა“ 15.000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის შემდეგ, საგამოძიებო ორგანომ ხსენებული კომპანიების მიმართ შეწყვიტა გამოძიება.
გარდა ამისა, ახალმა დეპარტამენტმა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება აჭარის ა/რ უშიშროების სამინისტროს ბათუმის განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილის ბადრი ბაკურიძის მიმართ მიიღო, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2006 წლის 16 იანვრის განაჩენით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ბადრი ბაკურიძის ბრალეულობა შერაცხულ დანაშაულში.
კერძოდ, ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წელს, იმჟამინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ამოძრავებდათ ბადრი ბაკურიძის, როგორც აჭარის ა/რ უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსნის მიმართ გარკვეული ინტერესები.
ამ მიზნით, 2004 წლის 08 მაისს, საქართველოს უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე თავისუფლება აღუკვეთეს ბადრი ბაკურიძეს და გადაიყვანეს ე.წ. მოდულის შენობაში, სადაც 3 დღის განმავლობაში უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული. გათავისუფლების ერთ-ერთ პირობად მისი ოჯახის წევრების მიერ 300 000 დოლარის გადახდა დასახელდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ ოჯახის ყველა წევრის დაჭერით.
ბადრი ბაკურიძისგან თანხის გადახდაზე უარის მიღების შემდეგ, 12 მაისს შეადგინეს დაკავების ოქმი და მისი უკანონო მსჯავრდების მიზნით დაიწყეს ხელოვნურად მტკიცებულებების შეკრება, რის შედეგადაც მას წარედგინა ბრალდებები სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს სისხლის სამართლის საქმეზე თითქოს და მტკიცებულების განადგურებისთვის, რისთვისაც იგი საბოლოოდ უკანონოდ იქნა მსჯავრდებული და ბათუმში ,,კმარას“ აქტივისტების მიერ მოწყობილი შეკრების და აქციის გამართვის ხელის შეშლისთვის, თუმცა აღნიშნულ ეპიზოდში იგი გამართლდა იმავე სასამართლოს გადაწყვეტილებით.
ბადრი ბაკურიძის ცრუ ბრალდებით მსჯავრდების შემდეგ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით მის ოჯახს ჩამოერთვა ბათუმში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინა.
ამრიგად, ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბადრი ბაკურიძის მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. პროკურორის მიერ გამოტანილია დადგენილება მისი უფლების დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც პროკურატურა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართავს.
ჩვენს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხსენებულ დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდეთ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული 10 000 000 ლარზე მეტი ღირებულების მათი კუთვნილი ქონება: შპს ,,თავისუფალი ვაჭრობის კომპლექსი დიღომი-93“-ს და მის წარმომადგენელს ტარიელ ფალავანდიშვილს დიღომი-გლდანის მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 16500 კვ.მ მიწის ნაკვეთი; შპს ,,ინტერსერვისს“ და მის წარმომადგენელს გილარ დაბრუნდაშვილს ამავე ადგილას მდებარე დაახლოებით 15.000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ხოლო მოქალაქე ბადრი ბაკურიძეს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე მიეცემა საშუალება დაიწყოს სამართლებრივი პროცესი უკანონოდ ჩამორთმეული საცხოვრებელი ბინის დასაბრუნებლად.
რაც შეეხებათ ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა იმსჯელებს მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე.
ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად გახსნილია ქონების იძულებით ჩამორთმევის 58 ფაქტი, დაზარალებულად ცნობილია 119 მოქალაქე, რომელთაც დაუბრუნდა და დაბრუნების პროცესშია 33 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 72 ავტომანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ“, - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკა
- სუს-ის ანგარიში მოსკოვშია დაწერილი - ანა ნაცვლიშვილი
- ვინმეს შეუვარდნენ და ფიზიკური ძალადობა იყო? რა მოხდა? ფიზიკური იძულება იყო? სახლში ბავშვიც შეიძლება იყოს და ფეხმძიმე ქალბატონიც - გურამ მაჭარაშვილი ჩხრეკებზე
- „ქართული ოცნების“ ტერორის კიდევ ერთ გამოხატულებას წარმოადგენს - საია ჩხრეკებზე
- რეჟიმის რყევა ძლიერდება, ადამიანები გადიან რეჟიმის პირველი წრიდან, ეს არის ერთ-ერთი ფორმა, რითაც რეჟიმები უახლოვდებიან თავიანთ დასასრულს - სალომე ზურაბიშვილი
საზოგადოება
- პაციენტებსა და მედპერსონალს საფრთხე არ ემუქრება, უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ ზრუნვას თითოეულ პაციენტზე - „თოდუას კლინიკა“
- „არ გადაყარო, ჩააბარე“ - დედამიწის კვირეული „თეგეტა მოტორსთან“ ერთად გრძელდება
- საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
- „არ გადაყარო, ჩააბარე“ - მოემზადე დედამიწის კვირეულისთვის „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
სამართალი
- ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
- თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სააპელაციო სასამართლომაც უარი უთხრა
- მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს სახეში დაარტყა ხელი, ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია - გრიგოლ ბესელია
- მანიფესტაციის წესის დარღვევის მუხლით გამოწერილ ჯარიმებზე მოქალაქეებს მიუვიდათ შეტყობინება, რომ ქვითარი შედგენილია სატრანსპორტო საშუალებაზე, ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახური მუშაობს - შსს
მსოფლიო
- იმედი მაქვს, კრემლი ხვდება, რომ პრეზიდენტ ტრამპთან თამაში არ ღირს - ფინეთის პრეზიდენტი
- ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა, გაჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა, შეფერხებულია ფრენები
- ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი ვატიკანში 7 მაისს შეიკრიბება
- უკრაინასა და რუსეთს მოუწევთ ტერიტორიების დათმობა - ჯეი დი ვენსი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტამ“, „გალტ & თაგარტთან“ ექსკლუზიური პარტნიორობით, 10 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა
- Tegeta Construction Equipment-ი JCB-ს TOP 80 დილერს შორის მოხვდა - ბრიტანულმა ბრენდმა 80 წლის იუბილე აღნიშნა
- „ვოლვო ქარ საქართველოში“ სპეციალური შეთავაზებები სრულად ელექტრულ VOLVO EX30-ზე მოქმედებს
- Porsche 911 GT3-ის ახალი რეკორდი ნიურბურგრინგის ტრასაზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს