ხანძარი საოკუპაციო ხაზთან

საქართველო, თბილისი - 15:08 | 30.03.2017
ნანახია: 1736

ხანძარი საოკუპაციო ხაზთან - ცეცხლი სოფელ მერეთსა და ოკუპირებულ სოფელ ქსუისს შორის მინდორს და ვაშლის ბაღებს უკიდია, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცეცხლის ჩაქრობას სახანძრო ბრიგადები ცდილობენ.

ხანძარს ებრძვიან საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფი რუსი სამხედროებიც.

ამ წუთებში სახანძრო მანქანა ოკუპირებული ტერიტორიის მხრიდანაც გამოჩნდა. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე