მოსკოვი და ცხინვალი დამატებით შეთანხმებას დღეს მოაწერენ ხელს

საქართველო, თბილისი - 11:09 | 30.03.2017
ნანახია: 1726

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცალკეული ქვედანაყოფების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში შესვლის შესახებ დამატებით შეთანხმებას ხელი დღეს მოეწერება. ოფიციალურ დოკუმენტს რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრები მოსკოვში გააფორმებენ.

შეთანხმება ითვალისწინებს მოქალაქეების რუსეთის არმიაში კონტრაქტით სამსახურს და მათი რუსეთის სამხედრო ბაზებზე გამგზავრებას ნებაყოფლობითი წესით.

21 მარტს, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი და რუსეთის მმართველი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ. მათ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზოგიერთი შენაერთის რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლასთან დაკავშირებული ხელშეკრულება უნდა განეხილათ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე