თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

საქართველო, თბილისი - 11:49 | 29.03.2017
ნანახია: 1995

ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე - ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა შეჯიბრის პირველ დღეს წარმატებით იასპარეზეს. 

უნგრეთში მიმდინარე 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ავთანდილ კენჭაძე (74) და გივი მაჭარაშვილი (97) ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ. ბრინჯაოს მედალს კი ივერი ჯულაყიძე (65) დაეუფლა. 

ტურნირზე დღეს შეჯიბრის ფავორიტად დასახელებული ქართველი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი იასპარეზებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე