არჩილ შაშურაშვილი თავისუფალი თამაშებისთვის აშშ-ში ემზადება
საქართველო, თბილისი - 12:13 | 10.01.2017 ნანახია: 2366
საქართველოში ნელ-ნელა იკიდებს ფეხს ათლეტიზმის ძალოსნური სახეობა _ ძალისმიერი სამჭიდი, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით შეჯიბრებები ტარდება როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. მართალია, ამ სახეობაში ჯერ ბევრი სპორტსმენი არ გვყავს, მაგრამ თურმე, დაინტერესებას ქართველი გოგონების მცირე ნაწილიც გამოთქვამს.
სპორტის ამ სახეობით რამდენიმე სპორტსმენი აშშ-ში ჩვენს ქვეყანას წარმოაჩენს და შეჯიბრებებში საკმაოდ აქტიურადაც არიან ჩართულები. ამერიკული სპორტული ცხოვრების შესახებ "პრაიმნიუსჯორჯია" არჩილ შაშურაშვილს გაესაუბრა.
_ ამჟამად პენსილვანიის შტატის ჩემპიონატისთვის ვემზადები, რომელიც 8-9 აპრილს ფილადელფიაში გაიმართება. ვფიქრობ, ნორმალურ ფორმაში ვარ, ამ შეჯიბრის მოგების იმედი მაქვს და მინდა, მეტ წარმატებას მივაღწიო. ივლისში, 16 ივლისის ჩათვლით, აშშ-ში `თავისუფალი თამაშები~ გაიმართება, მე 8 ივლისს გამოვალ და ყველანაირად ვცდილობ, ისეთ ფორმაში ვიყო, რომ აქ ჩემი ქვეყანა ვასახელო. ღია ჩემპიონატია, სპორტსმენები, შესაძლოა, სხვა შტატებიდანაც იყვნენ, მაგრამ ძირითადად, პენსილვანიიდან იქნებიან. მე, რა თქმა უნდა, საქართველოს სახელით გამოვდივარ.
საერთოდ, აშშ-ს `ფაუერ ლიფტინგში მოხვედრა ძალიან რთულია, ერთ-ერთი უძლიერესი ფედერაციაა. მოვახერხე და შევძელი მონაწილეობის უფლების მოპოვება, რაც ადვილი ნამდვილად არ გახლავთ, ამ ფედერაციაში ქართველი ჯერჯერობით არ ყოფილა. იმდენად ძლიერი ფედერაცია, რომ რეგისტრაციისას, მილიონზე მეტი სპორტსმენი იყო დარეგისტრირებული. წარმომიდგენია, რამხელა კონკურენცია იქნება, მათგან საუკეთესოები რომ ამოირჩევა და `ლიბერთი გეიმსში~ მიიღებს მონაწილეობას.
_ სპორტული ცხოვრება რა ასაკში დაიწყეთ და ძალისმიერ სამჭიდში როდის ჩაერთეთ? თქვენს ჯილდოებზეც გვესაუბრეთ.
_ 6 წლის ასაკიდან ვვარჯიშობ, სპორტი ჩემთვის მთელი ცხოვრებაა. თავიდან ჭიდაობით დავიწყე, მაგრამ მცირე ტრავმების გამო, სამწუხაროდ, თავის დანებებამ მომიწია, თუმცა ვარჯიში მაინც განვაგრძე და 2006 წლიდან, აქტიურად ჩავერთე ძალისმიერ სამჭიდში. ერთ თვეში საქართველოს თასის გათამაშებაში ჩემპიონი გავხდი, საქართველოს ჩემპიონატზე კი უკვე _ რეკორდსმენი. ამჟამად, საქართველოს აბსოლუტური რეკორდსმენი და სპორტის საერთაშორისო ოსტატი გახლავართ, 2010 წელს საქართველოს უძლიერეს მამაკაცად დამასახელეს, ბათუმში ჩატარებულ საერთაშორისო ჩემპიონატზე. სპორტსმენი ტრავმისგან დაზღვეული არასდროსაა და სამწუხაროდ, 2010 წლის მსოფლიო თასის გათამაშებას გამოვეთიშე. შეიძლება გახსოვდეთ, 2011 წელს, სატელევიზიო პროექტ `ნიჭიერში~ გამოვედი, სადაც საკუთარი ძალის დემონსტრირებას მანქანის დატრიალებით შევეცადე. მოგვიანებით, რაღაც დროით, სპორტისთვის თავის დანებებამ კვლავ მომიწია, რადგან გარკვეულ ვითარებაში თვალზე მძიმე ტრავმა მივიღე... თუმცა, საყვარელ საქმეს 2014 წელს კვლავ დავუბრუნდი. პეტერბურგში ყოველ წელს ტარდება შეჯიბრი, სადაც მძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს 10 საუკეთესო სპორტსმენის გამოვლენა ხდება. მოვინდომე, მიზანი თითქმის ბოლომდე მივიყვანე, საკვალიფიკაციო წარმატებით გავიარე და მსოფლიოს ათ საუკეთესოში მოვხვდი _ რეინტინგით მეოთხე ვიყავი. 2015 წლის ტოპ ათეულშიც მივიღე მონაწილეობა. უამრავი მედალი და სიგელი მაქვს. მაგალითად, ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი ავიღე. მსოფლიო კლასიკურ ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავედი. მე 105 კილოგრამ კატეგორიაში გამოვდივარ, ვარჯიშზე სამჯერ დავძლიე 420 კილოგრამიანი შტანგა. ორჯერ მაქვს აწეული ჩაჯდომის 500 კილოგრამი.
_ ასეთი მძიმეწონიანი შტანგების აწევა საკმაოდ რთულია. როგორ ახერხებთ?
_ ვფიქრობთ შტანგაზე (იცინის). გონება უნდა მიმართო, მთავარია, კონცენტრაცია, მონდომება, ფსიქოლოგია, მიზანდასახულობა, უნდა დაიჯერო, რომ შენ ეს შეგიძლია. ეს ყველაფერი ნერვული სისტემიდან იმართება. ყველანაირად ვცდილობ, რომ ჩემს მეგობრებს, მოსწავლეებს მაგალითი მივცე ჩემი ქცევით.
_ მწვრთნელობის გამოცდილებაც გაქვთ?
_ დიახ, საქართველოში წარმატებული მოსწავლეები მყავს. ერთ-ერთი გოგონაა _ თინათინ კეშელავა, 59 კილოგრამი წონით კატეგორიაში 160 კილოგრამი აქვს დაძლეული ჩაჯდომში. ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის ვურჩევ იყვნენ თავმდაბლები, მომთმენები, ნუ იჩქარებენ და დაუჯერონ ტრენერებს, მშობლებს და არამხოლოდ სპორტულად, გონებრივად, პიროვნულად განვითარდნენ. მთავარია მიზანი, მონდომება და შედეგიც არ დააყოვნებს. ჩემი ამჟამინდელი ტრენერი ბატონი ნიკოლოზ სარალიძეა. მას დიდ მადლობას ვუხდი მხარში დგომისთვის, აშშ-ში ჩემი ყოფნა სწორედ მისი დამსახურებაა. წარმატებები მინდა ვუსურვო.
_ სპორტის გარდა, რა არის თქვენი ინტერესის სფერო?
_ კუნთმაგარი და გონებაჩლუნგი რომ დავრჩე, ასეც არ მინდა (იცინის). ასეც ვიქნებოდი, სწავლა რომ უფრო ადრე არ დამეწყო, ვიდრე პროფესიული სპორტი. პროფესიით იურისტი ვარ, წარმატებით დავამთავრე ბიზნესის, სოციალურ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტი. საქართველოს იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობისას, მეორე ადგილზე გავედი. სტუდენტობის პერიოდში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში ტრენინგებს ვატარებდი, ამჟამად კი, როგორც გითხარით, ძირითადად, სპორტზე ვარ გადართული. თუმცა, ჩემს ცხოვრებაში ორივეს თავისი ადგილი აქვს, იურისტობა უფრო პატარა ასაკში ავირჩიე, პირველი კლასიდანვე მინდოდა, ძალისმიერ სამჭიდში ასპარეზობა კი ჩემი ზრდასრული ასაკის არჩევანია. ერთმანეთისგან ვერ გავმიჯნავ, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. აშშ-ში იურისტობა, რა თქმა უნდა, სარფიანი პროფესიაა, მაგრამ საქართველოში მიღებული განათლებით აქ რაიმეს მიღწევა და სამსახურის შოვნა, ცხადია, რთულია, სპორტით კი მეტი გასაქანი მაქვს. ჩემთვის სპორტი იმდენად ძვირფასია, რომ მასზე უარის თქმა არ შემიძლია.
პოლიტიკა
- არასამთავრობოები გაერო-ს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიმართავენ, განიხილონ საგამოძიებო მისიის საქართველოში გამოგზავნის შესაძლებლობა
- გასაკვირი არაა ის ორმაგი სტანდარტები, რასაც ბოლო წლებში ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ ვხედავთ - კახა კალაძე ევროკომისიის ანგარიშზე
- დიღომში, მშენებლობაზე დენის დარტყმის შედეგად, 25 წლის კაცი დაიღუპა
- საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნის მიმართ - სალომე ზურაბიშვილი კაია კალასის წერილს აქვეყნებს
საზოგადოება
- „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ნიკა ლებანიძის ობიექტივში
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
სამართალი
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
მსოფლიო
- პუტინი თუ უარს იტყვის სამშვიდობო შეთანხმებაზე, უკრაინას, რუსეთში რაკეტებისა და დრონების მწარმოებელ ქარხნებზე დარტყმებისთვის Tomahawk-ები უნდა გადაეცეს - ლინდსი გრემი
- უკრაინამ რუსეთში, ლიპეცკთან მდებარე სამხედრო აეროდრომს დაარტყა, დაზიანდა სუ-30 და სუ-27 ტიპის გამანადგურებლები [ვიდეო]
- მოსკოვში, ავტომობილის აფეთქების შედეგად, დაიღუპა რუსეთის გენშტაბის ოპერატიული მომზადების დეპარტამენტის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა
- უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკების პროცესში პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო, მოლაპარაკებები ორ რამეს მოითხოვს: ორივე მხარემ რაღაც უნდა მიიღოს და რაღაც უნდა დათმოს - მარკო რუბიო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
- „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“ და ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით
- EBRD „თეგეტა ჰოლდინგს“ საავტომობილო სექტორის ტრანსფორმაციისთვის 25 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















