ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 18:30 | 24.03.2017
ნანახია: 1680

საოკუპაციო ძალებმა დისევთან, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტი Facebook-ზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის ბრალდებით სოფელ დისევთან საქართველოს ორი მოქალაქე, კასპის რაიონის სოფელ კოდიწყაროს მაცხოვრებლები 1973 წელს დაბადებული ელდარ ოთარი ძე ბულბულაშვილი და 1986 წელს დაბადებული თამაზ მურაზის ძე ღვინაძე დააკავა.

გამოქვეყნებულ ცნობაში ასევე ვკითხულობთ, როპ "საზღვრის დამრღვევებს" პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ გააჩნდათ, ამიტომ ე.წ. უსაფრთხოების სასაზღვრო სამსახური დაკავებულების ვინაობას არკვევს. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე