საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის შემოსავლიანობის მრუდის გამოქვეყნებას იწყებს
საქართველო, თბილისი - 12:09 | 02.11.2015 ნანახია: 2199
დღეიდან ეროვნული ბანკი ლარის შემოსავლიანობის, ინდიკატორული მრუდის რეგულარულ გამოქვეყნებას იწყებს. მრუდი შემუშავდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, ჩეხეთის ცენტრალური ბანკის ექსპერტების დახმარებით, EBRD-თან ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
შემოსავლიანობის მრუდი ფინანსური ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტია. ის გვაჩვენებს ურისკო საპროცენტო განაკვეთებს ყველა ვადიანობის ინსტრუმენტისთვის. ფინანსური ბაზრის მონაწილეებს მისი გამოყენება შეუძლიათ როგორც ინდიკატორული მაჩვენებელი, ლარის ფასიანი ქაღალდების ფასის განსაზღვრისა და პროგნოზირებისათვის პირველად თუ მეორად ბაზარზე. შესაბამისად, ლარის შემოსავლიანობის მრუდი საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და მისი მიმზიდველობის ზრდისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
შემოსავლიანობის მრუდი ემიტენტებს და ინვესტორებს გაუადვილებს საორიენტაციო საბაზრო ფასის დადგენას ახალ ემისიებსა და ბაზარზე არსებულ ნებისმიერი ვადიანობის მქონე ფასიან ქაღალდზე, როგორც ურისკო ასევე კორპორატიული ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში. შემოსავლიანობის მრუდი ასახავს ბაზრის მოლოდინებს საპროცენტო განაკვეთების, ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის სამომავლო დინამიკის შესახებ, შესაბამისად, იგი ანალიტიკოსებისა და ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებლებისთვის ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროა.
ლარის შემოსავლიანობის მრუდი ათ წლამდე პერიოდს მოიცავს.
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები არის ურისკო და ყველაზე ლიკვიდური ფინანსური ინსტრუმენტი ქვეყანაში. მთავრობის ფასიანი ქაღალდების პირველადი აუქციონები იმართება კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობით. კალენდარი გამოქვეყნებულია ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის ვებგვერდებზე. აუქციონებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, როგორც რეზიდენტს ისე არარეზიდენტს. მთავრობის ფასიანი ქაღალდების შეძენა შესაძლებელია კომერციული ბანკების ან გლობალური ქასთოდიანების (ბანკი სადაც ინახება ფასიანი ქაღალდები) მეშვეობით. მომსახურების პირობები და მეორად ბაზარზე ყიდვა გაყიდვის ფასები გამოქვეყნებულია წამყვანი კომერციული ბანკების ვებგვერდებზე.
ლარის შემოსავლიანობის მრუდი განახლდება ოთხშაბათობით სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველადი აუქციონის დასრულების შემდეგ 15:00 საათზე. არსებული ისტორიული მონაცემთა ბაზა მოიცავს ყოველკვირეულ მონაცემებს 2013 წლიდან. ეროვნული ბანკის ვებგვერდზე შესაძლებელია სხვადასხვა პერიოდის მრუდების შედარება ერთმანეთთან და მონაცემების ჩამოტვირთვა ექსელის ფორმატში.
შემოსავლიანობის მრუდი განთავსებულია ეროვნული ბანკი ვებგვერდზე მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=643 და აგრეთვე აქვს საკუთარი გვერდი რომლის გამოყენებაც შეუძლიათ სხვა სუბიექტებს საკუთარ ვებგვერდზე შემოსავლიანობის მრუდის გამოქვეყნების მიზნით https://gel-yield-curve.nbg.gov.ge/
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















