პენელოპა კრუსი დონატელა ვერსაჩეს როლს შეასრულებს

საქართველო, თბილისი - 12:57 | 21.03.2017
ნანახია: 2889

 

მსახიობი ცნობილ მოდელიორად სერიალ ”ამერიკული დანაშაულებების ისტორიის” ახალი სეზონისთვის გარდაისახება.

სერიალის მესამე სეზონი, რომელიც ტელეარხ FX-ზე გადის, მოდის სახლის დამფუძნებლის ჯანი ვერსაჩეს გასაიდუმლოებულ მკვლელობას მიეძღვნება. მოდელიორის დის როლზე პროდიუსერებმა ოსკაროსანი პენელოპა კრუსი მიიწვიეს.

კომპანია Versace-ს დამფუძნებელი 50  წლის ჯანი ვერსაჩე 1997 წელს თავისი სახლის ზღურბლთან მოკლეს.

ახალი სეზონის რეჟისორი რაიან მერფი იქნება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე