მეგან მარკლი პრინცი ჰარისთვის სამსახიობო კარიერას ტოვებს

საქართველო, თბილისი - 15:09 | 20.03.2017
ნანახია: 2683

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი უკვე ერთი წელია, რაც ერთად არიან და მეგანი მზად არის საყვარელ მამაკაცთან ერთად კომფორტული მომავლისთვის თავის ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები შეიტანოს. მარკლი სამსახიობო კარიერის დატოვებაზე ფიქრობს.

თუმცა ამის მიზეზი მხოლოდ პრინცთან რომანი არ არის. მსახიობს სურს მთელი თავისი დრო ქველმოქმედებას დაუთონოს, რადგან მიაჩნია რომ ეს საქმიანობა უფრო მეტად მნიშვნელოვანია.

მარკლი ამჟამად მონაწილეობს სერიალში ”ფორს-მაჟორი”, რომლის პრეზენტაციაზეც გასულ წელს გაიცნო პრინცი ჰარი.  

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე