14 მაისს, ჯგუფ "სახეს" ვარსკვლავს გაუხსნიან

საქართველო, თბილისი - 14:47 | 20.03.2017
ნანახია: 2046

ჯგუფი „სახე“ 20 წლის გახდა. ჯგუფის წევრებმა დათო ფორჩხიძემ, დათო ხუჯაძემ და გოგა ხაჩიძემ საყოველთაო პოპულარობა 90-იან წლებში მოიპოვს.

20 წლის შემდეგ ჯგუფმა იუბილეს აღნიშვნა სოლო კონცერტით გადაწყვიტა. კონცერტი 14 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. სწორედ ამ დღეს ჯგუფს ვარსკვლავს გაუხსნიან.

საიუბილეო კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს გოგა ხაჩიძე, მიზეზად ის სხვა გეგმებს ასახელებს. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე