Editorial - მაშ რაღა დარჩა მიშას?
საქართველო, თბილისი - 11:43 | 02.11.2015 ნანახია: 31327მე უუნაგირო ცხენი ვარ, -ზუსტად, სიტყვასიტყვით ასე თქვა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ საააკშვილმა ერთ-ერთ დასავლურ გამოცემასთან საუბარში. სტილის თვალსაზრისით, დიდი არაფერია (ალბათ, ინგლისურენოვან სემანტიკაში უფრო თავსდება), მაგრამ პოლიტიკურად ძალიან საინტერესო გამონათქვამია, რაც ბოლოდროინდელმა «სატელეფონო სკანდალმა» კიდევ ერთხელ დაადასტურა.
უმთავრესი კითვა, რაც ბუნებრივად ჩნდება და რასაც თვით მიშას თავგადაკლული მომხრეებიც კი ვერ გაურბიან, შემდეგია: «მან ხომ დანამდვილებით იცის, რომ უსმენენ?!»
«ვინ ჩაიწერა და ვინ შეიძლება უსმენდეს» – აშკარად ბრიყვული კითხვებია. ბევრად უფრო რელევანტური იქნებოდა გვეკითხა, «ვინ არ შეიძლება უსმენდეს» მიშას.
დავიწყოთ პირველით: მიშას სავსებით შესაძლბლია უსმენდეს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ახლად შექმნილი სამსახური, თანაც უსმენდეს სრულიად კანონიერად, რადგან მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად იძებნება ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების მიერ და «სუს»-ს ნამდვილად არ გაუჭირდებოდა ძებნილი პირის საუბრების «ფარული მიყურადების» თაობაზე სასამართლო ნებართვის მიღება.
«ნიკა გვარამიას ვუსმენდითო», ამას, რასაკვირველია, არ იტყვიან, მაგრამ როგორ უნდა მოესმინათ საუბარი ისე, რომ მხოლოდ მიშასთვის «მიეყურადებინათ», ხოლო ნიკასთვის – არა?!
გარდა ამისა, მიშას შეიძლება უსმენდეს (... კი არა და, დანამდვილებით უსმენს!) რუსეთის სპეცსამსახური. საამისოდ ყველა საშუალება და პირობა აქვთ, რადგან ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან დაწყებული, სატელეფონო ხაზები, ამა თუ იმ მოკავშირე რესპუბლიკის მიღმა, მხოლოდ და მხოლოდ კრასნოდარის მხარეშე მდებარე კვანძში იყრიდა თავს და იქედან ნაწილდებოდა. სწორედ ასე და ამიტომ აქვეყნებდა ხოლმე რუსული «ФСБ» მიშასა და ვანოს, მიშასა და ნიკა რურუას სატელეფონო საუბრების ჩანაწერს, როდესაც პრეზიდენტი უცხოეთიდან ურეკავდა «ფოტოგრაფების» ან «მოდელირებული ქრონიკის» თაობაზე სასაუბროდ.
ისევ და ისევ: მიშას ეს არ შეიძლება არ ახსოვდეს ანუ დანამდვილებით ეცოდინებოდა, რომ მის საუბარს ბოკერიასთან და გვარამაისთან აუცილებალდ ჩაიწერდნენ. ბოლოს და ბოლოს, შეეძლო სკაიპით დაერეკა...
საააკშვილს შეიძლება უსმენდეს, აგრეთვე, უკრაინის სპეცსამსახური და, კვლავ, «რატომღაც რომ არ უსმენდეს», როდესაც ოდესის გუბერნატორს დაძაბული ურთიერთობა აქვს პრემიერ-მინისტრ იაცენიუკთან (ისევე, როგორც უამრავ გავლენიან ოლიგარქსაც უშლის ნერვებს).
თქვენ წარმოიდგინეთ, შეიძლება უსმენდეს ამერიკული სპეცსამსახური, რადგან მიშა, როგორც თავად ამბობს, «უუნაგირო ცხენია», კონტროლი სჭირდება, ხოლო ამერიკის სპეცსამსახურთა უსაზღვრო შესაძლებლობები, ამ თვალსაზრისით, ედუარდ სნოუდენმა «გახსნა».
კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი ქვეყანა «შეიძლება უსმენდეს» მიშას – ალბათ ყველა, ვისაც კი საქართველოში, რუსეთში ან უკრაინაში საელჩო აქვს.
სამაგიეროდ, ბევრად იოლი ჩამოსათვლელია, ვინ «არ შეიძლება უსმენდეს» მიშას: არ შეიძლება უსმენდეს, მაგალითად, მოზამბიკი ან ნიგერია, რადგან თავისი გასჭირვებიათ, ანუ ევრაზიაში განვითარებული მოვლენებისთვის არ სცხელათ: აგრეთვე, არ შეიძლება უსმენდეს ტუვალუ ან სომალი, რაკი, უბრალოდ, ამის ტექნიკური შესაძლებლობა არა აქვთ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამრიგად, შევთანხმდით, მიშას შეუძლებელია არ სცოდნოდა: მას უსმენენ და მის საუბრებს უეჭველად იწერენ. ხოლო რაკი, იმედია, იმაშიც ვთანხმდებით, რომ მიშა შეიძლება კიდეც იყოს გიჟი, მაგრამ სულელი და იდიოტი ნამდვილად არ არის (უფრო ე.წ. «ჭკვიანი გიჟია»), მაშინვე წარმოიშობა კიდევ ერთი, ურყევად ლეგიტიმური კითხვა: «თუ იცოდა, მაშინ რატომ ილაპარაკა ისე (!), როგორც ილაპარაკა?» ანუ, «საერთოდ რატომ ელაპარაკა ნიკა გვარამიას» კი არა, მაინცდამაინც ასეთი «უორდინგი» რატომ გამოიყენა?
ხომ შეეძლო (როცა სჭირდება, ახერხებს ხოლმე, ნუ გეშინიათ თქვენ) ესაუბრა დაახლოებით, აი ამგვარი ტექსტით: «უნდა მოვუწოდოთ ხალხს, გამართოს მშვიდობიანი აქცია სიტყვის თავისუფლებისა და ერთადერთი დამოუკდიებელი ტელეკომპანიის დასაცავად; არსებობს მშვიდობიანი წინააღმდეგობის უამრავი ფორმა; რაც უფრო მეტი ხალხი იქნება, მით ნაკლებია შანსი, ხელისუფელბამ ძალის გამოყენება გაბედოს; ხალხმა შიშველი ხელებით უნდა დაიცვას რუსთავი–2 ძალადობისა და სპეცნაზის შეჭრისაგან; სანდრა ახლა თბილისშია, ვეტყვი, თვითონაც მივიდეს და იქ დადგეს, ედუარდსაც გამოვაგზავნი ამერიკიდან; თუ მთელი ჟურნალისტური კოლექტივი და ტექნიკური პერსონალი ბოიკოტს გამოუცხადებს ახალ მფლობელს, ის ვერაფერსაც ვერ იღონებს, საერთოდ ვერ შემოვა მანდ; ხელისუფლება კი ძალის გამოყენებას ვერ გაბედავს; თუ გაბედავს, ძალიან ბევრს წააგებს; მთავარია, პროტესტი იყოს მშვიდობიანი: პირდაპირ ეთერში ჩართეთ, რომ ყველას, ვინც შემოდის ეზოში (თქვენი მხარდამჭერები) თვითონ ჩხრეკთ, რათა ან დანა, ან მით უმეტეს, იარაღი არ შემოიტანონ» და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
თუნდაც ასჯერ გამოექვეყნებინა მერე ეს საუბარი საქართველოს ხელისუფლებას – განა ამით რაიმე ზიანს მიაყენებდა ან «ნაციონალურ მოძრაობას» ან «რუსთავი 2»-ს?
მაშ რა საჭირო იყო «რკინის ბარიკადების», «ბოევიკების», «სროლის» ხსენება? მით უმეტეს ასეთი ფრაზეოლოგიით, რომ «იქნება აუცილებალდ სროლა და იყოს», «თუ ისვრიან, ისროლონ», «სროლის გარეშე ვერ უნდა შევიდნენ», «სხვაგვარად ვერ მივიქცევთ ყურადღებას» და სხვა მრავალი მარგალიტი.
მაშინ უნდა დავასკვნათ, რომ ან საბოლოოდ «შექანდა» ეს ჩვენი მესამე პრეზიდენტი, ან მიზანმიმართულად მოიქცა ასე, რათა «ფსონები აეწია» და ყველა მომხრე თუ მოწინააღმდეგე მკაფიო არჩევნის წინაშე დაეყენებინა: «ან - ან».
ესეც ერთგვარი ტექნოლოგიაა «შუაშისტების გაკრეფისა». მით უმეტეს, რომ საკუთარ პარტიაშიც ვერა აქვს საქმე მთლად კარგად: უკანასკნელი განხეთქილება და საკმაოდ გავლენიანი ფიგურების პარტიიდან წასვლა უეჭველად სწორედ იმ, არცთუ უსაფუძვლო მოსაზრებას უკავშირდებოდა, რომ «ნაციონალური მოძრაობა» უნდა გაემიჯნოს მიშას, როგორც «წარსულის პოლიტიკოსს», აირჩიოს ახალი თავმჯდომარე (მაგალითად გიგი), თუ უნდა, შეინარჩუნოს პოლიტიკური პერსპექტივა.
ამ მოსაზრებას «ნაციონალთა» ელიტის უმრავლესობა არ დაეთანხმა და მათაც საკმაოდ მყარი არგუმენტები ჰქონდათ. თუნდაც ის, რომ «მიშასგან გამიჯვნას» მაინც არავინ დაიჯერებს ხოლო ამგვარი მანევრით, მთავარი ოპოზიციური პარტია მხოლოდ კიდევ უფრო დასუსტდება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თუ ყურადღებით მოვისმენთ, მიშას ექსტრემისტული გამონათქვამები, პრინციპში, არც ნიკა გვარამიას მოეწონა და არც გიგა ბოკერიას. თუნდაც იმიტომ, რომ ესენი «აქ» არიან, მიშა კი – «იქ».
შედეგად, მივიღეთ ზამბარასავით დაჭიმული ვითარება, რომელიც გაწყდება «რუსთავი ორის» საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებისთანავე «ან აქეთ, ან იქით» და ერთ–ერთი მხარის სრულ პოლიტიკურ განადგურებას გამოიწვევს: თუ ხელისუფლებამ, ამ საუბრის შემდეგ (!), უკან დაიხია, შეეშინდა, ვერ გაბედა ტელევიზიის ხალვაშისთვის დაბრუნება, ანუ სასამართლოს ვერდიქტის აღსრულება, ეს «ოცნების» გამანადგურებელი მარცხი იქნება, რასაც მთავრობა უბრალოდ ვერ დაუშვებს.
როგორც ჩანს, სწორედ ეს მიზანი ჰქონდა მიშას – რათა ნებისმიერი შესაძლო კომპრომისი გამოერიცხა!
მწარედ ცდება ყველა (ძალიან არ უნდა იცნობდე მიშას), ვისაც ჰქონია, რომ ის ოდესმე რამეს ლაპარაკობს დაუფიქრებლად. მისი ვითომდა «ექსპრომტები» და «წამოცდენები», სინამდვილეში, მკაცრად განსაზვღრული სტრატეგიის ნაწილია და კონკრეტულ მიზანს ისახავს.
რა თქმა უნდა, რისკავს. როგორც ყოველთვის, რისკავს, როდესაც ფსონებს ზრდის: საუბარი შედგა 19 თუ 21 ოქტომბერს. სწორედ ამიტომ აღიძრა დაუყოვნებლივ საქმე 315-ე მუხლით «შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ან ხელში ჩაგდების მიზნით». ხოლო 24 ოქტომბერს უკრაინულ საიტებზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ელჩი უკრაინაში ეწვია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და სთხოვა, ოფიციალურად დაედასტურებინა ან უარეყო სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქლაქეობის მიღება.
მანამდეც არაერთგზის უთხოვიათ, მაგრამ კიევმა, რომელსაც თანდათან «ამოსდის ყელში» სააკაშვილის მიერ ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა მაგიდაზე გაჩაღებული აზარტული თამაში, მხოლოდ და მხოლოდ ამ ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ გამოაგზავნა თბილისში ოფიციალური დადასტურება: «ოდესის გუბერნატორი ნამდვილად უკრაინის მოქალაქეა», ანუ არსებობს ყველა ფორმალური საფუძველი, მისთვის საქართველოს მოქლაქეობის ჩამორთმევისთვის. ხოლო თუ პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებებით ვიმსჯელებთ, იგი არ დააყოვნებს შესაბამის ბრძანებულებაზე ხელის მოწერას.
ოღონდ «უუნაგირო მიშასათვის» ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მან ერთხელ თქვა: «ეს ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნებით ვერ შეიცვლებაო». და ისიც დანამდვილებით იცის, რომ მომავალ პარლამენტში «ნაციონალთა» სიით არჩევის (მაშასადამე სადეპუტატო იმუნიტეტის მოპოვების) შემთხვევაშიც კი ვერ ჩამოვა საქართველოში.
რაც შეეხება მოქალაქეობას, კაცმა რომ თქვას, საამისო საფუძველი იმ დღესვე არსებობდა, როგორც კი სააკაშვილი გუბერნატორად დაინიშნა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა ცნობა მისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ. უკრაინული კანონმდებლობით კი, არათუ გუბერნატორი, არამედ ჩვეულებრივი, მეასეხარისხოვანი კლერკიც ვერ დაინიშნება ამ ქვეყნის პასპორტის გარეშე. ამის მიუხედავად, «იდუმალი მოსაზრებებით» ჭიანურებოდა შესაბამისი პროცედურების დაწყება.
მაინც რა მოსაზრებები იყო ეს – ამის ანალიზი ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება, ამ გადაწყვეტილების მიმღებთა ლოგიკისა თუ აზრთა წყობის ალგორითმთა წვდომა არათუ ძნელი, არამედ საერთოდ შეუძლებელია. ისევე, როგორც სამყაროს უსასრულობისა, რის თაობაზედაც დიდმა აინშტაინმა ბრძანა ცნობილი გამონათქვამის მეორე ნაწილში: «ამაში ეჭვი მაინც მეპარებაო».
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მაშ რაღა დარჩა მიშას? მხოლოდ და მხოლოდ რევოლუცია!
ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, რომ საქმე გვაქვს განსაკუთრებულ ფსიქოტიპთან, რომელიც არც დადებითია, არც უარყოფითი. არც კარგია, არც ცუდი. გააჩნია, ვისთვის როგორ. უბრალოდ, ისეთია, როგორიც არის. შეიძლება უწოდო «ავანტიურისტი» (თანაც საერთაშორისიო), ან, ქართულად, «ფათერაკების მაძიებელი».
აი, ბავშვობაში რაფაელ საბატინის «კაპიტან ბლადის თავგადასავალს» რომ ვკითხულობდით ხოლმე. არ ვიცით, მიშას აქვს თუ არა წაკითხული, მაგრამ მართლა ვერ ისვენებს და რა ქნას?!
Editorial
პოლიტიკა
- ერთგული ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი - საგარეო საქმეთა სამინისტროს 44 თანამშრომლის განცხადება
- რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს - სალომე ზურაბიშვილი სპეცრაზმელებთან მივიდა
- 2028 წლის ბოლომდე არ დავაყენებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, უარს ვამბობთ ევროკავშირიდან გრანტზე, განვაგრძობთ სვლას ევროკავშირისკენ - ირაკლი კობახიძე
- „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა
საზოგადოება
- მოქალაქეთა პროტესტი ლეგიტიმურია, არ დაემორჩილოთ უკანონო ბრძანებებს და არ გამოიყენოთ ძალა | არასამთავრობოები პოლიციას
- "ხვალ მთავარი გამოცდა გველის დილის 9 საათზე პარლამენტის უკან" - თსუ-ის სტუდენტების განცხადება
- აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, კარვები გაშალეს
- თეგეტას მხარდაჭერით მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
სამართალი
- შსს - აქცია გასცდა კანონის ნორმებს, აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, პოლიციამ გამოიყენა სპეციალური საშუალება
- მედიის ცნობით, ბოლნისში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების შედეგად 8 ადამიანი დაჭრეს
- კახეთში, სოფელ კარდენახში 2 ადამიანი მოკლეს
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ბრაკონიერმა შველი მოკლა
მსოფლიო
- ჯონ კირბი ადასტურებს, რომ უკრაინამ მიიღო ნებართვა, შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
- ტრამპი უფრო ძლიერია, მას შეუძლია აიძულოს პუტინი დათანმხდეს მშვიდობას - ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერულ კომპანიას LIEBHERR-ის ყველაზე დიდი სამთო საკარიერო ბულდოზერები გადასცა
- 40%-იანი ქეშბექი – „თეგეტა მოტორსში“ Black Friday-ს კვირეული დაიწყო
- CX60 და CX90 - „მაზდა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს
- არ მოატყუო ზამთარი და შეცვალე ანტიფრიზი - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს