საქართველოში მაუწყებლობას საერთაშორისო მუსიკალური რადიოსადგური NRJ იწყებს
საქართველო, თბილისი - 13:35 | 15.03.2017 ნანახია: 1867
დღეს საქართველოში მაუწყებლობა საერთაშორისო მუსიკალურმა რადიოსადგურმა NRJ–მ დაიწყო. NRJ-ის მოსმენა შესაძლებელი იქნება ტალღაზე FM 104.7 თბილისში, თბილისის შემოგარენსა და გუდაურში.
NRJ-ის პრეს–ლანჩი თბილისის სტუდია დოლიძის ქუჩა #2-ში „რადიო კაფეში“ გაიმართა და დღეიდან სწორედ აქედან სტუმრებს საშუალება ექნებათ გამჭვირვალე სტუდიაში თვალი ადევნონ პირდაპირ ეთერს და დაესწრონ რადიო შოუებს მაყურებლის რანგში, ერთ სივრცეში, სადაც განთავსებულია რადიო და კაფე.
რადიო NRJ-ის მსმენელთა აუდიტორია ყოველდღიურად 14 მილიონს შეადგენს და მოიცავს შემდეგ ქვეყნებს: საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, ბელგია, შვეიცარია, ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი, რუსეთი, ბულგარეთი, ლიბანი, მაროკო და ახლა უკვე – საქართველო! რადიოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის ყოფილი მოცეკვავე თეა დარჩიაა, რომელიც ასევე წაიყვანს საავტორო გადაცემას ღამის ეთერში.
“მოლაპარაკებები ერთი წლის მანძილზე მიმდინარეობდა NRJ-ის ცენტრალურ ოფისთან, რომელიც პარიზში მდებარეობს. ისეთი დიდი ბაზრების შემდეგ, როგორიცაა საფრანგეთი, დასავლეთ ევროპის ქვეყნები და რუსეთი, მათთვის საქართველოში შემოსვლა თავდაპირველად არ იყო მიმზიდველი, თუმცა მოლაპარაკებების პროცესში დავარწმუნეთ, რომ საქართველოს ბაზარი, მიუხედავად სიმცირისა, მზარდია და საინტერესო. საბოლოოდ, ხელი მოვაწერეთ ექსკლუზიურ სალიცენზიო ხელშეკრულებას ხუთწლიანი ვადით. დარწმუნებული ვარ, ისეთი სერიოზული საერთაშორისო ბრენდის საქართველოში შემოსვლით, როგორიცაა რადიო NRJ, საქართველოს რადიო ბაზარზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება. ევროპული სტანდარტის რადიოს მაუწყებლობა ხელს შეუწყობს საქართველოში რადიო ბიზნესის განვითარებას. რადიო NRJ ეფექტური პლატფორმა იქნება როგორც ქართული, ისე მსოფლიო ბრენდების რეკლამირებისთვის. ტრადიციული რადიო მაუწყებლობის გარდა რადიო NRJ მსმენელს შეთავაზებს უპრეცენდენტოდ აქტიურ მხარდაჭერას სოციალურ მედიაში. განსაკუთრებით მრავალფეროვანი იქნება ვიდეო ქონთენთი“, - განაცხადა რადიო NRJ საქართველოს დამფუძნებელმა გიორგი შარაშიძემ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















