გამორიცხული არაა, მიტროპოლიტები პეტრე და დიმიტრი დაინტერესებული იყვნენ ჩემი ლიკვიდაციით - არჩილ გამზარდია
საქართველო, თბილისი - 13:03 | 14.03.2017 ნანახია: 1832
პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები მის უდანაშაულობას ვერ დაამტკიცებენ. ,,ჯი-ეიჩ -ენთან“ საუბარში პოლიტოლოგი აცხადებს, რომ მამა გიორგის სავარაუდოდ, მისი წერილით, რომელიც საპატრიარქოს თემაზე სკანდალის აგორებამდე გამოაქვეყნა, ხელი ეშლებოდა. გამზარდია არ გამორიცხავს, რომ მიტროპოლიტები პეტრე და დიმიტრი დაინტერესებული იყვნენ მისი ლიკვიდაციითაც.
,,გამოიყვანეთ დეკანოზ მამალაძის ადვოკატები, მაგრად უნდა დავცინო. დღის გეგმა როგორც კი შევასრულე, მერე კი გადავავლე იმ „ჩანაწერს“ თვალი, გემრიელად ვიცინე კიდეც, თქვე კაი ხალხო, ეგრე უნიჭოდ შეთხზული ამბის ღირსი ვარ მე? რამე უფრო ნიჭიერად ვერ მოიფიქრეთ მამა მამალაძემ, ფანცულაიამ და რამიშვილმა?
აქ მხოლოდ ორი ვერსია შეიძლება არსებობდეს, პირველი, რომ ჩანაწერი ახლაა შექმნილი, იციან ადვოკატებმა, რომ დეკანოზის უდანაშაულობას ვერ დაამტკიცებენ, პირიქით, შეიძლება ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდეს (ჩემი აზრით) და ამიტომ საინფორმაციო ომს მიმართავენ, ჰოდა, ახლა ცდილობენ, მე მომადგნენ, რადგან საჯაროობა ამ თემისა ჩემგან წამოვიდა, ჰოდა პრიმატული გათვლაა, რომ ჩემი დისკრედიტაციით ჩემს სიტყვას ფასი დაუგდონ; მეორე ვარიანტი კი ისაა, რომ როგორც კი მე მოსაზრება გავავრცელე, ეგრევე „ალიბ“ ჩანაწერი შექმნეს, ისე, ყოველი შემთხვევისთვის.
ჩნდება შეკითხვა, რატომ არ გამოაჩინეს ეს აქამდე? - იმიტომ, რომ ამ „ჩანაწერის“ მთელი ეს ტყუილიადა და ფანტასმაგორია, ვერ შემდგარი ბესტსელერისა, მხოლოდ ყველაზე უარეს მდგომარეობაში გამოეყენებინათ, ჰოდა, დადგა ეს დროც და „გამოიყენეს“...
ძვირფასო ადვოკატებო, ერთი რომ პათეტიკურად კითხულობდით ამ „საუბარს“ მამა გიორგისა და ვიღაც უცხო ადამიანს შორის, მეორე კი გარბოდა მედიაში, ერთ-ერთ რეიტინგულ გამოცემაში დასაბეჭდად, აბა, ახლა დაეწყვეთ და მწყობრად მიპასუხეთ ამ კითხვებზე და გარემოებებზე:
- მამა გიორგის ჩემი წერილი აღმოუჩენია apsni.ge-ზე, მის ადგილას. ეგ წერილი, დავაზუსტოთ, მოსაზრება - ჩვენმა რამდენიმე საიტმა გაავრცელა და რაღა apsni-ში ეძებდა მამაო? თუ არსებობს სხვა ფაქტორებიც?
- თუ მამა გიორგის ხელი არ გეშლებოდათ ჩემი წერილით რამეში, რატომ მიიქცია ასე თქვენი ყურადღება? წლებია ათას თემაზე ვდებ პოსტს, ეს ხომ სტატუსი იყო, მედიისათვის მიცემული ინტერვიუც კი არა, თქვენ კი ამ თემაზე ორჯერ მიზანმიმართულად ისაუბრეთ თითქოსდა ტელეფონში ვიღაც უცხო მამაკაცთან? რატომ? ხელი ხომ არ შეგიშალეთ? ამ დროს თქვენ, არც სხვამ და არც მე, არც იცოდით, რომ მიყურადება ხორციელდებოდა თურმე თქვენზე, ამიტომ ერთადერთი ადამიანი, ვინც პატრიარქის სიცოცხლის შესაძლო ლიკვიდაციაზე ალაპარაკდა 8 თებერვლის მონაცემით, საჯაროდ, მე ვიყავი? ამით ხელი ხომ არ შეეშალა თქვენს რაიმე ზრახვას?
- თუ დაკავებული პირი თემით არაა დაინტერესებული, ამდენი სასულიერო პირის ფონზე, რატომ გამოხატავს პოზიციებს ერთ დღეში ორჯერ ჩემს წერილზე? ფაქტია, რომ მისი დღის შფოთია ეს წერილი.
- თუ მივყვებით დანარჩენ ნაწილს ამ „საუბრის“, იქ მამა გიორგის აღნიშნული აქვს, რომ დაცვამ უნდა დაუძახოს გამზარდიასო. დაცვას რა გადაკვეთა შეიძლება ჰქონოდა ჩემთან? რატომ ერიდება მამა გიორგი პროკურატურის ხსენებას, რაც ყველაზე ლოგიკური იყო? ან რატომ მიმართავს დაცვას, როგორც მხარეს? რატომ მოიაზრებს თავის მხარედ დაცვის სამსახურს? თუ რისკებს რამდენადმე ანგარიშგასაწევად აფასებს ან თუნდაც პროვოკაციად, რატომ არ მიმართავს ის პროკურატურას და შემოიფარგლება იმით, რომ დაცვის სამსახურის ბიჭებმა უნდა მოახდინონ თურმე ჩემს მიმართ რეაგირება?
შეგახსენებთ, რომ იმ მომენტისათვის, დეკანოზი მამალაძე მხოლოდ კლინიკის დირექტორი და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე იყო.
- ხომ არ იგულისხმება ამ „დიალოგში“, რომ მამა გიორგი ცდილობს დაცვის სამსახურს გადაუმისამართოს ჩემი ვინაობა, მათ შორის ჩემი ლიკვიდაციის ან თავდასხმის მიზნით? სამართლებრივად ხომ პატრიარქის დაცვის სამსახურს არანაირად არ ევალება და არც დისკრეცია აქვს რეაგირება მოახდინოს ჩემს განცხადება-მოსაზრებაზე.
- მამა გიორგი ახსენებს, რომ ვაითუ პატრიარქმა წაიკითხოსო, ოპერაციას არ გაიკეთებს და ტკივილით მოკვდებაო! რატომ აქვს დეკანოზს აქცენტები პატრიარქის სიკვდილზე? იქნებ, იმედი აქვს, რომ ვინმე წააკითხებს პატრიარქს ტექსტს და „შეშინებული“ პატრიარქი უარს იტყვის ოპერაციაზე, რის შემდეგაც ის შესაძლოა ტკივილით მოკვდეს? რა მოტივაციით აკეთებს მსგავს აქცენტებს?
- ერთ დრეში ორჯერ ჩემს სტატუსზე და გავრცელებულ მოსაზრებაზე საუბრის მიძღვნა და სატელეფონო ზარების მოტივაცია რამეზე ხომ არ მიგანიშნებთ? რამე გეგმა ხომ არ აგერიათ ამით? მითუმეტეს რომ ჩემს წერილს თავშივე ეწერა პრევენციიის მიზნით ვწერ-თქო.
- მამა გიორგი და უცნობი ადამიანი, გადატრიალებაზე საუბრობენ, ჰოდა, საიდან მოდის ეგ მოტივაციები, ხომ ვერ მეტყვით?
აღნიშნული კითხვები პასუხებს საჭიროებს და თუ გინდათ, დებატებზე გამეცით პასუხი ბატონო ადვოკატებო, თუ გინდათ, მე ნუ გამცემთ პასუხს და თავადვე მიეცით ჩვენება პროკურატურას.
ფაქტია ერთი რამ, დაკავებული დეკანოზის ადვოკატები, ჩანს, ვერ ახერხებენ, დაცვის ობიექტისათვის უდანაშაულოს დამტკიცებას, ამიტომ საზოგადოების დეზორიენტაციაზე მუშაობენ, რომ იქნებ, ამით შექმნან გარკვეული აყალმაყალი, რითიც შესაბამისი მხარის უკან მდგომი პირების ინტერესებს მოემსახურებიან.
ბოლო პერიოდში მიტროპოლიტი პეტრეს ეპარქიიდან არაერთხელ მოხდა ჩემზე სიტყვიერი თავდასხმა მისი მამებისა და დედების მიერ, სოციალურ ქსელში, ამას ემატება აღნიშნული „დიალოგი“ „ჩანაწერისა“.
ვფიქრობ, რომ გამორიცხული არაა, მიტროპოლიტი პეტრე და მიტროპოლიტი დიმიტრი დაინტერესებული იყვნენ ჩემი ლიკვიდაციითაც, რისი მოტივაციაც ჩემი საზოგადოებრივი აქტიურობაა და პატრიარქის დაცვისკენ მიმართული ნაბიჯები, ასევე პოზიციები, რომ პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის კვალიფიკაცია დააზუსტოს „პატრიარქის ლიკვიდაციის მზადების“ კვალიფიკაციით და ამ კონტექსტში განიხილონ აღნიშნული მიტროპოლიტების შესაძლო ინტერესები, ასევე სხვა ეპისკოპოსებისა თუ მათთან დაკავშირებული პირებისა.
სახეზეა მოტივირებული მხარე, რომელიც საზოგადოების დეზინფორმირებასა და დეზორიენტირებას ცდილობს, პარალელურად კი იზრდება საშიშროება ამ ჯგუფის მხრიდან სხვადასხვა მხარეზე, მათ შორის ჩემს მიმართ; რა დონეზეა საქმე და რამდენად ცხადია პროკურატურის უახლოესი ნაბიჯები აღნიშნული მხარეებისათვის, ეს თავად პროკურატურამ შეაფასოს და გაითვალისწინოს, მათ შორის ისიც, რამდენად რეალისტურია ჩემი ფიზიკური ანგარიშსწორების ან ლიკვიდაციის შესაძლებლობა“, - აცხადებს არჩილ გამზარდია.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















