ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 18:03 | 31.10.2015 ნანახია: 2218
„რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი, თუმცა დროებითი მეპატრონის სააკაშვილის ახალინიციატივას გავეცანი. საუბარია საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე. ეს ნაბიჯი სუსტი, თუმცა მაინც ერთგვარი მანევრია სააკაშვილი-ბოკერიას მხრიდან,რომლებიც გადატრიალებაში მხილების შემდეგ, ისევ ცდილობენ „რუსთავი 2“-ის საკუთარი პოლიტიკური გავლენის ქვეშ დატოვებას.
სამწუხაროა, რომ „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო და სარედაქციო პოლიტიკაში საზოგადოების მაღალი ჩართულობის ჩემს იდეას (რომელიც არაერთხელ გავახმაურე ინტერვიუებსა თუ მიმართვებში), მისი ასეთი შინაარსით წარმოჩენით, პროფანაცი აგაუკეთეს და საბჭოს წევრებად, ახლო წარსულში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წევრები და მხარდამჭერები წარმოუდგინეს საზოგადოებას.
არაუშავს. „რუსთავი 2“-ს მართლაც ეყოლება საზოგადოებრივი საბჭო მას შემდეგ, თუ ჩემი სამართლებრივი დავა ტელეკომპანიის დასაბრუნებლად წარმატებით დასრულდება. საბჭო იქნება ქმედითი და უნარიანი და არა უბრალო შირმა, როგორც სააკაშვილის ახალი ინიციატივის შინაარსში იკითხება.
საბჭოს წევრი ორგანიზაციები თუ პერსონები იქნებიან სუბიექტები, რომელთა მიმართაც საზოგადოებას ეჭვის ნატამალიც კი არ დარჩება, რომ მათ, შესაძლოა, ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიმართ სიმპათიები გააჩნიათ. არაფერს ვლაპარაკობ „ნაციონალური მოძრაობის“, რეალურად სიტყვის თავისუფლების დასაკუთრების უფლების მტერი პოლიტიკური ძალის მიმართ სიმპათიების მქონე პერსონებისთუ ორგანიზაციების წევრობაზე.
როგორ შეიძლება, სააკაშვილის მიერ დაკომპლექტებული „რუსთავი 2“-ისსაზოგადოებრივი საბჭო იყოს მართლაც საზოგადოებრივი, ანუ მიუკერძოებელი თავისიარსით, როცა მის წევრებად სააკაშვილი უმეტესწილად 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგნაციონალების სპეციალური დავალებით შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციებისხელმძღვანელებს ნიშნავს?!
როგორ შეიძლება, ადამიანები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ძალადობრივ რეჟიმსემსახურებოდნენ, ახდენდენ მისი ნამოქმედარის გათეთრებასა და გამართლებას, ხელს აფარებდნენ და თავად მონაწილეობდნენ სისტემურ დანაშაულში, დღეს ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობა დაიცვან, სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე დადგნენ?! სწორედ ასეთია უმეტესობა სააკაშვილის მიერ დასახელებული კანდიდატებიდან.
კიდევ ერთხელ ვაცხადებ, – „რუსთავი 2“-ს მართლაც ეყოლება საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც დაკომპლექტდება ყველა პოლიტიკური ძალისგან, პირველ რიგში კი,„ნაციონალური მოძრაობისგან” დისტანცირებული პირებისგან. იმ პირებისგან, ვინც არ ფინანსდებოდა „ნაციონალური მოძრაობისგან” წლების განმავლობაში.
ეს არის მთავარი, როცა „რუსთავი 2“-ის საზოგადოებრივ საბჭოზეა საუბარი.
სავალალოა, რომ კარგ იდეას, რომელიც არაერთხელ გავახმაურე „რუსთავი 2“-ის მომავალთან დაკავშირებით, სააკაშვილმა უბადრუკი ნაბიჯით უპასუხა – ბარიკადებზე სისხლს მოწყურებული და ქართველების ცხვირ-პირის დანაყვით აღგზნებული „ბოევიკები“, ნაცების რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ყოფილი მოხელეების არასამთავრობოებით ჩაანაცვლა.
P.S. მაგ საბჭოს კიდევ 2 არასამთარობო ორგანიზაცია აკლია: კეზერაშვილის „ოპერის მოყვარულთა საზოგადოება” და ადეიშვილის „საკუთრების ახევის ასოციაცია“
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















