ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის გათამაშებას გამოეთიშა

საქართველო, თბილისი - 09:58 | 10.03.2017
ნანახია: 2249

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, კალიფორნიაში მიმდინარე ინდიან უელსის მასტერსის პირველივე შეხვედრა მეოთხედფინალში წააგო და გათამაშებას გამოეთიშა.  

ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ყაზახეთის წარმომადგენელი, ალექსანდრ ბუბლიკი ორ სეტში ანგარიშით 6-3, 7-6 დაამარცხა. 

ქართველი სპორტსმენის  მეტოქე, რეიტინგის 131-ე ნომერი, ბარბადოსელი დარიან კინგი იყო, რომელმაც ბასილაშვილი, ორ სეტში  5:7, 5:7 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ის მეორე ეტაპზე, ფრანგ გაელ მონფილს შეხვდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 55-ე ადგილს იკავებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე