”ბარსელონა” მეოთხედფინალშია

საქართველო, თბილისი - 09:45 | 09.03.2017
ნანახია: 2076

 

”ბარსელონამ" "პარი სენ-ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.

თამაში 8 მარტს ბარსელონაში გაიმართა და მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 6:1.

ბარსამ პირველი ტაიმი 2:0 მოიგო. მეორე ნახევრის 50-ე წუთზე ლიონელ მესიმ პენალტით 3:0 გახადა. ანაგარიშში სხვაობა ედისონ კავანიმ 61-ე წუთზე შეამცირა.

88-ე და 91-ე წუთებზე გოლები გაიატანა ნეიმარმა, ხოლო გადამწყვეტი ბურთი მოწინააღმდეგის კარში 95-ე წუთზე სერხიო რობერტოს წყალობით მოხვდა.  

პირველი შეხვედრა პსჟ-ის გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე