ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში MoMA 2 ქართული ფილმის ჩვენება შედგება

საქართველო, თბილისი - 09:35 | 07.03.2017
ნანახია: 1707

15-26 მარტს ნიუ იორკი კინოფესტივალის New Directors/New Films 46-ე გამოშვებას უმასპინძლებს.

ტრადიციულად ფესტივალი ახალგაზრდა, წარმატებულ რეჟისორებს მოუყრის თავს და დამსწრე საზოგადოებას წარუდგენს.
 
როგორც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი, წელს კინოფესტივალზე 2 ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი - ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის "ჩემი ბედნიერი ოჯახი" და დეა კულუმბეგაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ლეთა".
 
ქართული ფილმების ჩვენება ნიუ იორკში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში MoMA გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე