გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მაიკლ ფრომანს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 11:45 | 31.10.2015 ნანახია: 2026
ვაშინგტონში, საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელთან მაიკლ ფრომანთან. მხარეებმა საერთო ინტერესის საკითხებზე, კერძოდ, ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის აუცილებლობაზე იმსჯელეს და ვაჭრობასა და ინვესტიციებზე აშშ-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის (HLTD) მონაწილეებს აღნიშნული ძალისხმევის მხარდასაჭერად მიმართეს, რაც ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისების, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობების შესწავლას გულისხმობს. ელჩმა ფრომანმა და ვიცე-პრემიერმა კვირიკაშვილმა აშშ-საქართველოს შორის შეთანხმებული განცხადებები გააჟღერეს, კერძოდ, ,,საერთაშორისო ინვესტიციების პრინციპებისა“ და ასევე ,,საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ვაჭრობის პრინციპების” შესახებ.
საერთაშორისო ინვესტიციების პრინციპების შესახებ განცხადება წარმოადგენს აშშ-სა და საქართველოს ვალდებულებას შექმნან და შეინარჩუნონ ისეთი პოლიტიკური გარემო, რომელიც შესაძლებელს გახდის და წაახალისებს საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელებას, გამომდინარე იქიდან, რომ ამგვარ ინვესტიციებს ყველა ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია. აღნიშნული პრინციპები ითვალისწინებს ღია და არა-დისკრიმინაციული საინვესტიციო რეჟიმის ჩამოყალიბებას, უცხოური ინვესტიციების მაღალ დონეზე დაცვას, კანონებისა და რეგულაციების შემუშავების პროცესის გამჭვირვალობასა და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობას, და კეთილსინდისიერი კონკურენციული საინვესტიციო გარემოს შექმნას.
საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ვაჭრობის პრინციპების (ICT) მიხედვით, აშშ და საქართველო კისრულობენ ვალდებულებებს იმ სექტორში, რომელსაც გლობალურ ეკონომიკაზე ტრანსფორმაციული გავლენა გააჩნია. ICT-ის პრინციპების აღიარება ხელს შეუწყობს ICT-ის სერვისების გლობალურ განვითარებას, ინტერნეტისა და სხვა ქსელური აპლიკაციების ჩათლით, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ინოვაციური ელექტრონული კომერციის განვითარების კუთხით. აღნიშნული პრინციპები ეხება ისეთ საკითხებს როგორიცაა ინფორმაციის ტრანს-სასაზღვრო მიმოცვლა, მომსახურების ტრანს-სასაზღვრო მიწოდების ხელშეწყობა და უცხოური ინვესტიციები ICT-ის სექტორში.
ვაჭრობასა და ინვესტიციებზე აშშ-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის (HLTD) მეორე შეხვედრას თანა-თავმჯდომარეობდნენ, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწე დენიელ მალინი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა აშშ-სა და საქართველოს სავაჭრო პოლიტიკა და მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობისთვის შექმნილი ტექნიკური ბარიერები, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, სახელმწიფო შესყიდვები და ვაჭრობის ხელშეწყობა. მხარეებმა ასევე განიხილეს პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის (GSP) ფარგლებში მშრომელთა უფლებების დაცვის საკითხები, ასევე კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა. ოფიციალური პირები შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ დისკუსიას ტექნიკურ ექსპერტთა დონეზე და გააგრძელებენ მუშაობას ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულებით.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















