ფილმში ”მზეთუნახავი და ურჩხული” ჰომოსექსუალ პერსონაჟსაც იხილავთ

საქართველო, თბილისი - 14:54 | 02.03.2017
ნანახია: 1942

მხატვრულ ფილმში ”მზეთუნახავი და ურჩხული” ჰომოსექსუალ პერსონაჟსაც იხილავთ. ეს Disney-ის პირველი ფილმია, რომელშიც ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს აჩვენებენ.

ფილმის რეჟისორის ბილ კონდონის თქმით, გეი-პერსონაჟი ლეფუ, რომლის როლსაც ჯოშ გედი ასრულებს, ფილმის მთავარი ანტაგონისტის გატსონის (ლუქ ევანსი) თანაშემწეა. ”ლეფუ - ეს ის არის, ვისაც ჯერ გასტონად გახდომა სურს, შემდეგ კი გასტონის კოცნა”, - განაცხადა რეჟისორმა.

ფილმში მთავარ როლებს ემა უოტსონი და დენ სტივენსი ასრულებენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე