საქართველოს და იტალიას შორის კულტურული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველო, თბილისი - 14:14 | 02.03.2017 ნანახია: 2909
საქართველოს ხელოვანთა კავშირი "ხელოვნები მომავლისთვის", კლასიკური მუსიკის და ხელოვნების საერთაშორისო კომიტეტი “მომავლის ვარსკვლავები" და იტალიის ქ. პეზაროს, რენატა ტებალდის და მარიო დელ მონაკოს სახელობის საერთაშორისო აკადემია, ა/წ 12 - 19 მაისს, იტალიის ქ. პეზაროში ატარებს კლასიკური მუსიკის მე-6 საერთაშორისო კონკურსს „მომავლის ვარსკვლავები“ / FUTURE STARS 2017, რომელიც ეძღვნება საკონკურსო პროექტის „მომავლის ვარსკვლავების“ მე-10 საიუბილეო წლის და მაესტრო მარიო მელანის დაბადებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღს.
საქართველოს და იტალიის მხარეებს შორის გაფორმდა კულტურული ურთიერთთანამშრომლობის ერთწლიანი მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს ხელოვანთა კავშირის თავმჯდომარემ, მუსიკოსმა, ნინო კუპატაძემ და იტალიის ქ. პეზაროს აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ცნობილმა ქართველმა სოპრანომ ნინო ლეჟავამ.
კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, იტალიელი, გერმანელი, ირანელი, ყაზახი და აზერბაიჯანელი ნიჭიერი ვირტუოზი მუსიკოსები. საქართველოს და იტალიის მხრიდან საგანგებოდ მოწვეული საერთაშორისო ჟიურის მიერ ნომინირებული მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია შემდეგი პრიზები: ერთწლიანი უფასო სწავლა იტალიის ქ. პეზაროს რ. ტებალდის და მ. დელ მონაკოს სახ. საერთაშორისო აკადემიაში, მაესტრო მარიო მელანის სახელობის პრიზი - 2 კვირიანი უფასო მასტერ-კლასები და კონცერტი, როსინის სახ. სიმფონიური ორკესტრის სპეციალური პრიზი - კონცერტებში მონაწილეობა სიმფონიური ორკესტრის თანხლებით და 10 დღიანი უფასო მასტერ-კლასები ორკესტრის პირველ ვიოლინოსთან; ასევე მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში, მათ შორის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ერთწლიანი სტიპენდიები, ფულადი პრემიები და ექსკლუზიური სახელობითი ჯილდოები. პროექტს უკვე აქვს ფართო გამოხმაურება იტალიურ პრესაში.
იტალიის მე-6 საერთაშორისო კონკურსში საქართველოს მხრიდან მონაწილეობის მიღების უფლება მიენიჭათ მხოლოდ საქართველოს ხელოვანთა კავშირის და "მომავლის ვარსკვლავების" რესპუბლიკური და საერთაშორისო პროექტების პრიზიორებს, განსაკუთრებით წარმატებულ მუსიკოსებs თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და სხვა ქალაქების სამუსიკო სასწავლებლებიდან, ვინც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია არამარტო რესპუბლიკურ, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე. კონკურსი ტარდება მასტერ-კლასების გათვალისწინებით. გალა-კონცერტს და დაჯილდოების ცერემონიას დაესწრებიან მსოფლიო რანგის იმპრესარიოები, რომლებიც დააკვირდებიან ქართველ ვირტუოზ მუსიკოსებს და დაინტერესების შემთხვევაში, მათ მიეცემათ უპრეცენდენტოდ საუკეთესო საშუალება, საერთაშორისო ასპარეზზე დასამკვიდრებლად.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















