სოფიკო ჭიაურელის გარდაცვალებიდან 9 წელი შესრულდა
საქართველო, თბილისი - 09:37 | 02.03.2017 ნანახია: 3180
სოფიკო ჭიაურელის გარდაცვალებიდან 9 წელი შესრულდა. ცნობილი ქართველი მსახიობი 2008 წლის 2 მარტს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.დაკრძალულია დიდუბის პანთეონში, მეუღლის - კოტე მახარაძის გვერდით.
სოფიკო ჭიაურელი 1937 წლის 21 მაისს ლეგენდარული მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში დაიბადა. 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ბ. ბიბიკოვის სტუდია) 1960-64 და 1968 წლიდან კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობია, ხოლო 1964-68 წლებში კი — რუსთაველის თეატრის.
სოფიკო ჭიაურელი ორჯერ იყო გათხოვილი, პირველად გიორგი შენგელაიას გაჰყვა, შემდეგ კი კოტე მახარაძეს.
მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი:
- ნოდარ დუმბაძე “მე ვხედავ მზეს” ხატია, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე
- ანა აღლაძე “მღელვარე დღეები” კიწი, რეჟ. ვერიკო ანჯაფარიძე ნიკოლას პერიალისი “ბაფთიანი გოგონა” გოგონა, რეჟ. ანზორ ქუთათელაძე
- უილიამ შექსპირი “რომეო და ჯულიეტა” ჯულიეტა, რეჟ. ვახტანგ ტაბლიაშვილი
- ჟან ანუი – “ჟანა დარკი” ჟანა დარკი, რეჟ. ლევან მირცხილავა
- სოფოკლე “ანტიგონე” ანტიგონე, რეჟ. დოდო ალექსიძე
- ნიკოლოზ გოგოლი “ქორწინება” აგაფია ტიხონოვნა, რეჟ. დოდო ალექსიძე
- ალექსანდრე ოსტროვსკი “ტალანტები და თაყვანისმცემლები” ნეგინა, რეჟ. დოდო ალექსიძე
- ვინა დელმარი “იქნებ ბავშვები ფრინველებს ჰგვანან?” როდა, რეჟ. ვერიკო ანჯაფარიძე
- კარლ გუცკოვი “ურიელ აკოსტა” ივდითი, აღადგინა ვერიკო ანჯაფარიძემ
- ფრიდრიხ დიურენმატი “მილიარდერის ვიზიტი” კლარა ცეხანასიანი, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- ივან ბუკოვჩანი “მამლის ყივილამდე” მარიკა მონდოკოვა, რეჟ. ნუგზარ გაჩავა
- კიტა ბუაჩიძე “ეზოში ავი ძაღლია” სარე, რეჟ. გოგი თოდაძე
- პოლ ზინდელი “გვირილა” ბეტი, რეჟ. სოფიკო ჭიაურელი
- ედუარდო დე ფილიპო “ნეაპოლი – მილიონერთა ქალაქი” ამალია, რეჟ. გოგი თოდაძე
- ჰენრიკ იბსენი “მოჩვენებანი” რეგინა, რეჟ. თემურ ჩხეიძე
- მერაბ ელიოზიშვილი “ბერიკონი” იანო, რეჟ. ლევან მირცხულავა
- ლევ ტოლსტოი “ანა კარენინა” ანა კარენინა, რეჟ. მედეა კუჭუხიძე
- ტენესი უილიამსი “იგუანას ღამე” მექსინ ფოკი, რეჟ. მედეა კუჭუხიძე
- ფრიდრიხ შილერი “ვერაგობა და სიყვარული” ლედი მილფორდი, რეჟ. თემურ ჩხეიძე
- ჯაბა იოსელიანი “საქართველოს უკანასკნელი დედოფალი” დარეჯანი რეჟ. მედეა კუჭუხიძე
- ილია ჭავჭავაძე “კაცია ადამიანი” დარეჯანი, რეჟისორი თემურ ჩხეიძე
- ე.დე ფილიპო “ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი” ამალია რეჟ. გოგი თოდაძე
- რ. კლდიაშვილი “საპოვნელა” მათიკო რეჟ. მედეა კუჭუხიძე
- კარლ გუცკოვი “ურიელ აკოსტა” ესთერი, დადგმა კოტე მარჯანიშვილის. აღადგინა სოფიკო ჭიაურელმა
- რ. კლდიაშვილი “იადონას თეატრი” იადონა, რეჟ. გოგი თოდაძე
რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრი:
- უილიამ შექსპირი “ზაფხულის ღამის სიზმარი” ჰერმია, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- ე. ლაბიში “ჩალის ქუდი”ანაისი, რეჟ. რობერტ სტურუა
- მაქსიმ გორკი “მდაბიონი” ელენა ვასილიევნა, რეჟ. გიორგი ტოვსტონოგოვი
- ბერტოლდ ბრეხტი “სეჩუანელი კეთილი ადამიანი” შე-ნტე, შუი-ტა, რეჟ. რობერტ
- ჟან ანუი “ანტიგონე” ანტიგონე, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
ვერიკო ანჯაფარიძის ერთი მსახიობის თეატრი:
- მ. სანტანელი “დედა დედოფალი” რეჯინა, რეჟ. თ. კოშკაძე
- რეზო კლდიაშვილი “მარტოობის ბინადარი” ეკა, რეჟ. ნანა მჭედლიძე
- ინგა გარუჩავა, პეტრე ხოტიანოვსკი “პლანეტების დაბადება” მასხარა
- გაბრიელ გარსია მარკესი “სიყვარულის სულთათანა” გრასიელა, რეჟ. თემურ ჩხეიძე
კინოროლები:
- “ჩვენი ეზო” ციცინო, რეჟ. რეზო ჩხეიძე
- “ენგურის ნაპირებზე” თამარი
- “ამბავი ერთი ქალიშვილისა” ლალი, რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- “ვერის უბნის მელოდიები” ვარდო, რეჟ. გიორგი შენგელაია
- “გენერალი და ზიზილები” ზოსია, რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” ტასია, რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- “ხევსურული ბალადა” მზექალა, რეჟ. შოთა მანაგაძე
- “ფერისცვალება” სოფიკო, რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- “აურზაური სალხინეთში” თამრო, რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- “ნატვრის ხე” ფუფალა, რეჟ. თენგიზ აბულაძე
- “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” სოფიკო, რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- “აშიკ-ქერიბი” რეჟ. სერგო ფარაჯანოვი (კინოსტუდია ”ქართული ფილმი”)
- “არ იდარდო!” სოფიკო, რეჟ. გიორგი დანელია (მოსფილმი)
- “არევიკი” არევიკი, რეჟ. ა. აგაბაბოვი
- “ალიბაბა და 40 ყაჩაღი” ალიბაბას დედა, რეჟ. ლ. ფაიზიევი, უმეშ მეჰრა (უზბეკფილმი, F.C. Mehra (ინდოეთი))
- “იყიდება აგარაკი” რეჟ. . პატაპოვი
- “ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება” ელენე
- “წუთისოფელი” სიდონია, რეჟ. შოთა მანაგაძე
- “ბროწეულის ყვავილი” დედოფალი ანა საიათნოვა, ანგელოზი, მონაზონი, რეჟ. სერგო ფარაჯანოვი
- “დათა თუთაშხია” ნანო, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე
პრემიები და წოდებები:
1964 წ. საქართველოს დამსახურებული არტისტი
1976 წ. საქართველოს სახალხო არტისტი
1979 წ. სომხეთის სახალხო არტისტი
1957, 1965, 1966, 1972, 1973, 1976, 1978, 1992 საერთაშორისო ფესტივალებზე პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის
1980 სახელმწიფო პრემია
1996 წ. ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია
1997 წ. ღირსების ორდენის კავალერი
1998 წ. შ. რუსთაველის სახელობის პრემია
2000 წ. კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემია
2002 წ. ნ. ჩხეიძის სახელობის პრემია
2003 წ. ”ეკრანის დედოფალი” ვერა ხოლოდნაიას სახელობის პრემია
პოლიტიკა
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს უგზავნის
- ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად, ვაპირებ პროცესში ჩართვას, ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად - ნიკა გვარამია
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
- უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანეს
- სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა
- E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















