“ზოოსტარი” ახალი 3D ანიმაცია “მინიონების” და “საზიზღარი მე”-ს

საქართველო, თბილისი - 15:20 | 22.02.2017
ნანახია: 4400

ახალი 3D ანიმაციური “ზოოსტარი”, "საზიზღარი მე"-ს, "მინიონებისა" და “ცხოველების საიდუმლო ცხოვრების” შემქმნელების ახალ ნამუშევარია, რომელზეც მსოფლიო მედია უკვე ალაპარაკდა და მისი ჩვენება ქართველი ჟურნალისტებისთვის რამდენიმე დღის წინ კინო “რუსთაველში” გაიმართა.

სკარლეტ იოჰანსონი, რიზ ვაიზერსპუნი, მეთიუ მაკკონაჰი და სხვა ცნობილი მსახიობები ამჯერად “ზოოსტარის” გმირებად მოგვევლინებიან.

ფილმი საქართველოს კინოთეატრებში 23 თებერვლიდან დაიწყება. ანიმაციური ფილმში, რომლის ბიუჯეტი 75000000 დოლარია, მოქმედება ჰუმანოიდი ცხოველების ქალაში ვითარდება. ფილმში ცნობილი მომღერლების 60-ზე მეტი კლასიკური სიმღერაა გამოყენებული. ასევე სტივ ვანდერისა და არიანა გრანდეს სიმღერა სახელწოდებით "Faith".

ქართველი მაყურებელი “ზოოსტარს” ქართულ ენაზეც იხილავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე