აჭარას ყაზახი ბიზნესმენები ეწვევიან
საქართველო, თბილისი - 17:33 | 28.02.2017 ნანახია: 1573
აჭარის მთავრობის დელეგაციის ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში დღეს აუდიენცია ქალაქ ასტანის აკიმთან (მერთან) ასეკ ისეკეშევთან გაიმართა. შეხვედრას აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის მეთაურობით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მ/შ რევაზ საყვარელიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ესწრებოდნენ.
აჭარის მთავრობის დელეგაციისა და ასტანის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სავაჭრო, ეკონომიკისა და ტურიზმის კუთხით ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ზურაბ პატარაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო აჭარის რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი, როგორც საზღვაო, ისე სამთო ტურიზმის მიმართულებით.
რეგიონის პირველმა პირმა ხაზი გაუსვა ასევე აჭარაში MICE ტურიზმისა და სპორტული ტურიზმის პოტენციალს და ამ მიმართულებით აჭარის ტურისტული ინფრასტრუქტურისადმი გაზრდილ ინტერესს. სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად ზურაბ პატარაძემ აჭარაში სპორტული ბაზების კეთილმოწყობისა და მომავალში სპორტული შეკრებების ცენტრაც ქცევის პერსპექტივაზეც ისაუბრა.
,,ძალიან საინტერესო შეხვდერა შედგა ქალაქის აკიმთან. განვიხილეთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი. დაიგეგმა სავაჭრო მისია საქართველოში. ძალიან მალე ჩამოვლენ რიგი ბიზნესმენები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოსთან ვაჭრობის კუთხით განავითარონ ურთიერთობა. ისევე როგორც ჩვენთვის ყაზახეთისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის მიმართულება, მისი განვითარება. სწორედ ამ მიმართულებით დაიგეგმა შეხვედრები ჩვენი და ყაზახეთის სამინისტროებს შორის,“ -აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
შეხვედრაზე თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ბათუმი-ასტანის მიმართულებით არსებული ჩარტერული და რეგულარული სეზონური ავიაფრენები. მხარეებმა განიხილეს უახლოეს პერიოდში დამატებითი ფრენების შემოღების შესაძლებლობები. ყაზახურ მხარესთან მზაობა და თანხმობა აღნიშნული საკითხისადმი მიღწეულია. ასტანის აკიმი დაინტერესდა საინვესტიციო და ტურისტული პროექტების პრეზენტაციით, რომელიც გუშინდელ ფორუმზე იყო წარმოდგენილი. მისი თქმით, საინვესტიციო და ტურისტული ფორუმების ფორმატი თანამშრომლობის გაღრმავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
,,შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გავუზიარეთ როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული მიმართულებით. საუბარი იყო ტურიზმის შესახებაც. დაიგეგმა სამომავლო შეხვედრები, რომელიც ხელს შეუწყობს კულტურისა და სამედიცინო სფეროს განვითარებას“,-აღნიშნა ასეკ ისეკეშევმა შეხვედრი შემდეგ.
ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც მხარეებს შორის შედგა, დაინტერესებული ბიზნესმენების საქართველოში, კერძოდ, აჭარაში ვიზიტია. დაიგეგმა ბიზნესმენებისათვის საინფორმაციო ტურის ფარგლებში საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის ადგილზე გაცნობა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















