გიგი უგულავას შეწყალების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

საქართველო, თბილისი - 16:52 | 22.09.2015
ნანახია: 2274

ვებგვერდზე manifest.ge-ზე თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას შეწყალების მოთხოვნით საზოგადოების წარმომადგენელბმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ხელმოწერების შეგროვება უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს.

ხელმომწერები მიმართავენ პრეზიდენტს, შეიწყალოს თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა. შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ონალინპეტიციაში მინიშნებულია, რომ საჭიროა 49320. ამ დროისათვის ხელი მოაწერა 680-მა პირმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე